თავდაცვის ძალებს – თქვენ გამოიარეთ ომი და ყველაზე უკეთ იცით მშვიდობის ფასი, სწორედ ეს გამოცდილება, პატრიოტიზმსა და პროფესიონალიზმთან ერთად, გაქცევთ საქართველოს უსაფრთხოების ყველაზე მტკიცე და საიმედო გარანტებად

ირაკლი თავდაცვის ძალებს – თქვენ გამოიარეთ ომი და ყველაზე უკეთ იცით მშვიდობის ფასი, სწორედ ეს გამოცდილება, პატრიოტიზმსა და პროფესიონალიზმთან ერთად, გაქცევთ საქართველოს უსაფრთხოების ყველაზე მტკიცე და საიმედო გარანტებად
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე ს ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა.
მთავრობის მეთაურმა თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დაჯილდოება მიულოცა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
„დღეს აქ ხართ ჩვენი არმიის მეთაურები და ლიდერები, 2008 წლის ომის ვეტერანები, საერთაშორისო მისიებში გამოწრთობილი მებრძოლები, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად დაიცავით საქართველო და დღეს, უკვე სამეთაურო პოზიციებიდან, აშენებთ თანამედროვე ქართულ ჯარს. აღსანიშნავია ის ფუნდამენტური შედეგები, რაც სწორედ თქვენი ლიდერობით დადგა. გენერალურ შტაბში დაინერგა მართვის თანამედროვე, ნატო-ს სტანდარტების შესაბამისი დოქტრინები და კრიზისული სიტუაციების მართვის ეფექტური მექანიზმები. წარმატებით ხორციელდება წვევამდელთა სამხედრო სამსახურის ისტორიული რეფორმა.
ახალი, 6 და 8 თვიანი საბრძოლო მომზადების პროგრამები უკვე რეალობაა, რაც ქმნის ძლიერ და პროფესიულ რეზერვს. ჩამოყალიბდა რეკრუტირებისა და გაწვევის ახალი, გამჭვირვალე და ეფექტური სისტემა, რამაც ახალგაზრდებში სამხედრო სამსახურის პრესტიჟი აამაღლა. დღეს ჩვენი იუნკერები იღებენ ევროპული დონის განათლებას, ხოლო უმცროს ოფიცერთა სკოლა და სარეზერვო პროგრამები უზრუნველყოფს ჯარის ინტელექტუალურ მომავალს. საქართველოში მოქმედებს სერჟანტთა განათლების სრულიად ახალი სისტემა, რაც პირდაპირ აისახება თითოეული ჯარისკაცის საბრძოლო სულისკვეთებაზე.
თქვენ გამოიარეთ ომი და ყველაზე უკეთ იცით მშვიდობის ფასი. სწორედ ეს გამოცდილება, პატრიოტიზმსა და პროფესიონალიზმთან ერთად, გაქცევთ საქართველოს უსაფრთხოების ყველაზე მტკიცე და საიმედო გარანტებად. თანამედროვე, ძლიერი ქართული ჯარის მშენებლობა სწორედ მშვიდობის მშენებლობას ნიშნავს. სამშობლოსადმი თქვენი ერთგულება და ღირსეული მსახურება არის საუკეთესო მაგალითი თითოეული მოქალაქისთვის. მადლობას გიხდით სამსახურისთვის, გილოცავთ დამსახურებულ ჯილდოებს და დამდეგ შობა-ახალ წელს. გისურვებთ, რომ 2026 წელი ყოფილიყოს გამარჯვებების, მშვიდობისა და წინსვლის მომტანი თითოეული თქვენგანისა და სრულიად საქართველოსთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
დაჯილდოების ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს სახელმწიფო ჯილდოების მიღება მიულოცეს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა. დაჯილდოების შემდეგ, პრეზიდენტმა თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს საზეიმო მიღებაზე უმასპინძლა.

ასევე დაგაინტერესებთ