ავტობუსში უბილეთო მგზავრობისთვის ჯარიმების რაოდენობა გაორმაგდა – რამდენი ჯარიმა დაიწერა გასულ წელს?

თბილისის ტერიტორიაზე საზოგადოებრივ ტრანსპორტში უბილეთოდ მგზავრობის გამო დაწერილი ჯარიმების რაოდენობა წინა წელთან შედარებით გაორმაგებულია.
ფინანსთა სამინისტროს ხაზინამ 2023 წლის ბიუჯეტის შესრულების 12 თვის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, 2023 წლის 12 თვეში მუნიციპალიტეტმა უბილეთო მგზავრობიდან სულ 3,591,097 ლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 57%-ით მეტია.
უბილეთო მგზავრობისთვის ჯარიმა 20 ლარს შეადგენს, შესაბამისად ჯარიმების შესრულება ნიშნავს, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მუნიციპალურმა კონტროლიორებმა 184,000-მდე ჯარიმა დაწერეს.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, ავტობუსებით ყოველდღიურად 350 ათასი ადამიანი გადაადგილდება, შესაბამისად გასულ წელს დაწერილი ჯარიმების რაოდენობა არის ერთ დღეში ავტობუსის მომხმარებელთა რაოდენობის დაახლოებით 50%.