ვატო შაქარიშვილი ახალაიას ცოლის განცხადებაზე: ჰგონია, რომ საშინელებას ამბობს, ამ დროს საკუთარ ქმარს ამხელს ბოლომდე, რა არაკაციც არის – ბაჩომ ცოლი გაწირა და ისევ სუსმა ინამუსა

ვატო შაქარიშვილი ახალაიას ცოლის განცხადებაზე: ჰგონია, რომ საშინელებას ამბობს, ამ დროს საკუთარ ქმარს ამხელს ბოლომდე, რა არაკაციც არის – ბაჩომ ცოლი გაწირა და ისევ სუსმა ინამუსა
“ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი, ვატო შაქარიშვილი, ბაჩო ახალაიას მეუღლის, ანი ნადარეიშვილის განცხადებას აფასებს, რომლის თქმითაც, ახალაიების ოჯახის ახლობელ ზვიად გაგუას სუს-ში განუცხადეს, რომ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენება მიეცა, სხვა შემთხვევაში, ბავშვები ორივე მშობლის გარეშე დარჩებოდნენ. შაქარიშვილის თქმით, ნადარეიშვილის ეს განცხადება ადასტურებს, რომ ბაჩო ახალაიამ ცოლი პატიმრობისთვის გასწირა და ისევ სუს-მა ინამუსა და გაათავისუფლა.
“ისეთი გონებაჩლუნგები არიან, ვერც ხვდებიან გუშინდელ ამბავს უფრო ამძაფრებენ იმის შესახებ, რომ ბაჩომ ცოლი გაწირა და ისევ სუსმა ინამუსა, ცოლიც და ქმარიც ორივე ერთდრულად ციხეში რომ არ მოხვედრილიყო. გამოდის, გაგუასაც ამაზე ელაპარაკებოდნენ, იქნებ შენ მაინც დაწერო, რომ მარტო იყო ბაჩო და მისი ცოლი არაფერ შუაშიაო. ნადარეიშვილი ამას ყვება, და ჰგონია, რომ საშინელებას ამბობს, ამ დროს საკუთარ ქმარს ამხელს ბოლომდე რა არაკაციც არის!” – წერს ვატო შაქარიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე თავდაცვის ძალებს – თქვენ გამოიარეთ ომი და ყველაზე უკეთ იცით მშვიდობის ფასი, სწორედ ეს გამოცდილება, პატრიოტიზმსა და პროფესიონალიზმთან ერთად, გაქცევთ საქართველოს უსაფრთხოების ყველაზე მტკიცე და საიმედო გარანტებად