თუ მსჯავრდებულ სააკაშვილს უნდა, რომ ვინმე შეუსახლონ, გამოხატოს ამის შესახებ სურვილი და აუცილებლად შევუსახლებთ – რატი ბრეგაძე

ეს არის მისი სურვილი, რომ ის საკანშიც მარტო ყოფილიყო და პალატაშიც მარტო ყოფილიყო. თუ უნდა, რომ ვინმე შევუსახლოთ, გამოხატოს ამის შესახებ სურვილი და აუცილებლად შევუსახლებთ როგორც პალატაში, ისე შემდგომ საკანში. მაგრამ, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მისი სურვილია, რომ ყოფილიყო მარტო, – ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი СPT-ის დასკვნას, სადაც საუბარია “ვივამედის“ პალატაში მსჯავრდებულის მარტო ყოფნაზე.
რატი ბრეგაძემ აღნიშნა ისიც, რომ სააკაშვილს, 2 წლის განმავლობაში, 3000 ვიზიტორი ჰყავდა, რაც მის მარტოობას გამორიცხავს:
“როცა ყოველდღე სტუმრობენ ოჯახის წევრები, მასთან ერთად საათებს ატარებენ, რანაირად არის მარტო?“, – აცხადებს მინისტრი.
რატი ბრეგაძემ კომენტარი გააკეთა სეირნობასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებზეც და აღნიშნა, რომ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს არცერთხელ არ უსარგებლია სეირნობის უფლებით, არ გამოუხატავს ამის სურვილი და ყოველ შეთავაზებაზე ამბობდა უარს.
მინისტრი კლინიკაში ფსიქიატრისა და ფსიქოლოგის არსებობის საკითხსაც გამოეხმაურა:
“საჭიროების შემთხვევაში, კლინიკას ჰყავს როგორც ფსიქიატრი, ისე ფსიქოლოგი. მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს რამდენიმეჯერ გაუკეთდა შეთავაზება იმის შესახებ, რომ ესარგებლა აღნიშნული ექიმების მომსახურებით, თუმცა, მან ყოველ ჯერზე დააფიქსირა უარი, მათ შორის, CPT-ის ვიზიტის შემდგომაც გაუკეთდა შეთავაზება, მაგრამ მან, ასევე, დააფიქსირა უარი“.
“წამების პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა” კლინიკა “ვივამედში” მიხეილ სააკაშვილისა და იქ მყოფი სხვა პატიმარი პაციენტების პირობების შესახებ შეფასება 18 იანვარს გამოაქვეყნა.

ასევე დაგაინტერესებთ

რომ არა პრემიერ-მინისტრ ორბანის ძლიერი ლიდერობა და მისი გაბედული ბრძოლა ბრიუსელის ბიუროკრატიის წინააღმდეგ, უნგრეთის ეროვნული ინტერესების დასაცავად, საქართველოსთვის ბევრად უფრო რთული იქნებოდა საკუთარი დემოკრატიის, ეროვნული სუვერენიტეტისა და იდენტობის დაცვა

პრემიერი – საქართველო ერთგული რჩება ევროპული ინტეგრაციის გზისადმი, თუმცა ამ გზას ღირსებით მივყვებით—ჩვენი მემკვიდრეობის,რწმენის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის სრული პატივისცემით