ნაძალადევის რაიონის ნაწილს წყალმომარაგება 21 საათით შეუწყდება

ხვალ, 24 იანვარს ნაძალადევის რაიონის ნაწილს წყალმომარაგება 21 საათით შეუწყდება. GWP მიზეზად წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულების მონტაჟს ასახელებს.
ტექნიკური სამუშაოები 24 იანვრის დილის 11:00 საათიდან დაიწყება, სწორედ ამ დროიდან 25 იანვრის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება 60-ზე მეტ ქუჩას.
ნაძალადევის რაიონი:
გურამიშვილის გამზირის N1- N 27 (კენტები), N 2- N 30 (ლუწები), ც. დადიანის გამზ. N 34-ის კორპუსებს, N13- 323 (კენტები), N 18- N 160 (ლუწები), ხევისუბნის, ზვარეთის, იფნევის, ჟველაურის, ედისის, სვირის, არალეთი, გოგაშენის, ბჟოლეთის, ახალდაბის, ერისთავის, ბეჟანიშვილის, ჭყონდიდელის, ნინუას, ნათაძის, ბაგინეთის, წიწამურის, ზესტაფონის, ცისარტყელას, ხრესილის, ჭიჭინაძის, კოხრეიძის, კავთისხევის, მახინჯაურის, რკინიგზის, ე. მანჯგალაძის, მ. ქავთარაძის, ინწკირველის, ჩხიკვაძის, კახიანის, ხიმშიაშვილის, ლიკანის, ნოვოროსიისკის, სურგულაძის, სუმბათაშვილ-იუჟინის, ხევსურეთის, ქართველიშვილის, ასკურავას, საყვირის, ლომთათიზის, ჭოპორტის, ურიდიას (ჩოდრიშვილი), მიქატაძის, ჭილაიას, მახალდიანის, საჭილაოს, გომბორის, წიკლაურის, ჯანელიძის, ლეჩხუმის, ღრმაღელის, კნოლევის, სვანეთის, გვაზაურის, ზედაზენის, ბენდელიანის, ცინცაძის, ქსოვრელი, რიონის, რიონჰესის, ლალიონის, ვეშაპურის, ხუდადოვის ქ. N2-50 (ლუწები), დეპოს ქუჩებს.

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge” – ნათქვამია განცხადებაში.