ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და სხვადასხვა პარტიების ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა იმართება. ღონისძიებას გიორგი კალანდარიშვილი, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის წარმომადგენლებთან ერთად ხელმძღვანელობს.
მთავარი თემა მომავალ არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებაა. ოპოზიცია ასევე აპირებს ისაუბროს ემიგრანტებზე და მათ ჩართვაზე ხმის მიცემის პროცესში.
“ჩვენ მათ მივაწვდით დეტალურ ინფორმაციას ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით და იმ გზასთან დაკავშირებით, რაც გაიარა ტექნოლოგიურმა განვითარებამ ჩვენ ქვეყანაში. 2018 წლიდან დღემდე რვა პილოტი, მცირემასშტაბიანი თუ ფართომასშტაბიანი ჩატარდა, რომელმაც ჩვენ ეტაპობრივად მოგვცა შესაძლებლობა, რომ გავითვალისწინოთ და დავაზღვიოთ ყველა რისკი და საფრთხე, რომელიც ამ პროცესში გამოიკვეთა, მათ შორის საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზის შედეგად”, – თქვა კალანდარიშვილმა.
შეხვედრას მმართველი გუნდის წარმომადგენლებიც ესწრებიან.