ირაკლი – იმდენად არის განულებული ოპოზიციური პარტიების რესურსები, რომ მათი შეკრება ვერ მისცემს დამატებით რესურსს პოლიტიკურ ძალებს – შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება

იმდენად არის განულებული ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების რესურსები, რომ როგორც არ უნდა გაერთიანდნენ, მათი შეკრება ვერ მისცემს დამატებით რესურსს ამ პოლიტიკურ ძალებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ოპოზიციის გაერთიანების თაობაზე დასმულ კითხვას უპასუხა.
როგორც ირაკლი მ აღნიშნა, მთავარი ამოცანა დღეს არის ქვეყნის განვითარება.
„შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. იმდენად არის განულებული ამ პოლიტიკური პარტიების რესურსები, რომ როგორც არ უნდა გაერთიანდნენ, მათი შეკრება ვერ მისცემს დამატებით რესურსს ამ პოლიტიკურ ძალებს. ეს მათი არჩევანია. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ვიზრუნოთ ქვეყნის განვითარებაზე და ვიზრუნოთ ჩვენი პარტიის გაძლიერებაზე“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, ინფრასტრუქტურა ბოლომდე დავაწიოთ მზარდ მოთხოვნას, რათა მეტი ქართველი ბავშვი ჩაერთოს ფეხბურთში – ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მოგების, ისე წაგების დროს ბოლომდე გვერდით დავუდგეთ ფეხბურთელებს