ირაკლი – მთელი ოპოზიცია დადგა მაღალი ფასების მხარეს, ამაში შედიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, მათი მედიასაშუალებები

მთელი ოპოზიცია დადგა მაღალი ფასების მხარეს, ამაში შედიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, მათი მედიასაშუალებები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ სასურსათო ფასებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ფასების შემცირებას მიაღწიოს, მიუხედავად წინააღმდეგობებისა, რომელსაც შესაძლოა შეხვდნენ.
„მთელი ოპოზიცია დადგა მაღალი ფასების მხარეს, ამაში შედიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, მათი მედიასაშუალებები და ა.შ. რაც არ გვიკვირს, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი ყველგან ცდილობენ საბოტაჟს, თუმცა ეს მაინც გასაკვირია გარკვეულწილად. როგორ შეიძლება, მოახერხო ის, რომ დადგე მაღალი ფასების მხარეს, ეს მართლაც წარმოუდგენელია, თუმცა, ეს არის მათი არჩევანი. ჩვენი არჩევანი არის სხვა – ჩვენი არჩევანია, მაქსიმალურად ვიზრუნოთ ფასების შემცირებაზე და როგორი წინააღმდეგობაც არ უნდა შეგვხვდეს ამ გზაზე, ჩვენი ზრუნვა არ შენელდება და მაქსიმალურად გავაკეთებთ ყველაფერს, იმისათვის, რომ მივაღწიოთ ფასების შემცირებას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ეს ეხება მედიკამენტებზე დადგენილ ფასებსაც“, – განაცხადა მ.
მისივე თქმით, ხელისუფლების მთავარი მიზანია, რომ საზოგადოება კომპანიების მხრიდან კარტელური გარიგებისგან მაქსიმალურად დაიცვან.
„როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკური კავშირები, ბიზნესი აუცილებლად თავისუფალი იქნება, ეს ჩვენი ურყევი პრინციპია, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება 2012 წლიდან ურყევად იცავს. ერთ-ერთი მთავარი მიღწევა, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას აქვს, არის ის, რომ ბიზნესი თავისუფალია. რა თქმა უნდა, ამ პრინციპს ურყევად დავიცავთ, ვისთანაც არ უნდა იყვნენ კონკრეტული კომპანიები დაკავშირებულები. პოლიტიკური თვალსაზრისით, ყველა კომპანია იქნება თავისუფალი და ყველა ბიზნესს თავისუფლად წარმოების თავისუფლება ექნება, მთავარია, რომ ჩვენ საზოგადოება მაქსიმალურად დავიცვათ კარტელური გარიგებებისგან“,- განაცხადა მ.