ყირგიზეთ-სინძიანის სასაზღვრო რეგიონში 7,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ჩინეთის სახელმწიფო მედია იუწყება, რომ რამდენიმე ადამიანი დაშავდა, ჩამოინგრა საცხოვრებელი სახლები.
ხუთი სოფელი მდებარეობს ეპიცენტრის გარშემო 20 კილომეტრის რადიუსში. რეგიონში მუშაობა შეაჩერა რკინიგზამაც.
ახლომდებარე ყაზახეთში საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრემ 6,7 მაგნიტუდა შეადგინა. ბიძგები იგრძნობოდა უდიდეს ქალაქ ალმატაში. ზარალის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
განმეორებითი ბიძგები უზბეკეთშიც იგრძნობოდა.