რუსეთში, ომში მობილიზებული ჯარისკაცების ცოლების ჯგუფის, “გზა შინისკენ” წევრები მოსკოვში პრეზიდენტობის კანდიდატის, ვლადიმერ პუტინის საარჩევნო შტაბის საჯარო მიღებაზე მივიდნენ და მობილიზებულთა სახლში დაბრუნება მოითხოვეს.
ერთ-ერთმა ჯგუფის წევრმა, მარია ანდეევამ შტაბის თანამშრომელს ჰკითხა, როდის მოაწერდა პუტინი ხელს დემობილიზაციის შესახებ განკარგულებას. მან თქვა, რომ მისი შვილი, მამის გარეშე, მეტყველების განვითარების შეფერხებას განიცდის.
ქალების მცირე ჯგუფთან დისკუსიაში შევიდა რამდენიმე ქალი, რომლებიც, სავარაუდოდ, პუტინის საარჩევნო შტაბის თანამშღომლები ან უბრალოდ სტუმრები იყვნენ. მარია ანდრეევამ თქვა, რომ მის ქმარს არ უნდა ჩრდილოეთ სამხედრო ოლქის ზონაში ყოფნა, რაზეც ერთ-ერთმა ქალმა უპასუხა, რომ კაცები არიან “მეომრები, ღმერთის უნიკალური ქმნილებები”, რომლებსაც “სურთ დაიცვან თავიანთი სამშობლო”, მისივე აზრით, ვისაც არ სურდა ომში მონაწილეობა, არც წასულა იქ.
დისკუსიის კიდევ ერთმა მონაწილემ, მსახიობმა ოლგა ბურდავიცინამ, უთხრა ანდრეევას, რომ “შენი ქმარი ერთადერთია, ვისაც სურს სახლში წასვლა”, მაგრამ დანარჩენებს არ სურთ. “მედუზა” წერს, რომ გაურკვეველია მუშაობს თუ არა მსახიობი კამპანიის შტაბის მისაღებში.
ჯგუფმა “გზა შინისკენ” ნოემბრის ბოლოს მანიფესტი და პეტიცია გამოაქვეყნა განუსაზღვრელი მობილიზაციის წინააღმდეგ.