Bloomberg: EU მზადაა მიიღოს მკაცრი ზომები უნგრეთის წინააღმდეგ, თუ ის გააგრძელებს უკრაინის დახმარების დაბლოკვას

Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკავშირის ლიდერები მზად არიან უნგრეთთან მკაცრი დაპირისპირებისთვის, თუ პრემიერმინისტრი, გააგრძელებს უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტის დაბლოკვას ევროკავშირის სამიტზე მომავალ კვირას.
ორშაბათს უნგრეთი ეწინააღმდეგებოდა ბლოკის წინადადებას უკრაინისთვის ახალი ფონდის შექმნის შესახებ, კრიტიკული სამხედრო დახმარების მიწოდების უფრო საიმედო გზით. მანამდე ორბანმა დახმარების პაეკტი დაბლოკა დეკემბერში გამართულ სამიტზე.
წყაროები ამბობენ, რომ ევროკავშირის წევრები მზად არიან მიიღონ პაკეტი უკრაინის შესახებ ბრიუსელის სამიტზე, უნგრეთის მხარდაჭერის მიუხედავად. თუ ორბანი გააგრძელებს გადაწყვეტილების დაბლოკვას, ის შეიძლება 26 ქვეყანამ მიიღოს უნგრეთის მონაწილეობის გარეშე; წყაროების თქმით, ასეთი სცენარისთვის მზადება მიმდინარეობს.
როგორც სარეზერვო ვარიანტი, განიხილება კიევში თანხების გადარიცხვის შესაძლებლობა ევროკავშირის საბიუჯეტო პროცესის მიღმა.
Bloomberg-ის თანამოსაუბრეები ასევე აღნიშნავენ, რომ უნგრეთის მიმართ შესაძლოა შემოღებულ იქნეს სადამსჯელო ზომები – ბუდაპეშტის, როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოსთვის ხმის უფლების ჩამორთმევამდე.