საქართველოში სომხურენოვანი გაზეთი „ვრასტანის“ (საქართველო) დაარსებიდან 105 წელი შესრულდა.
„ფასდაუდებელია გაზეთ „ვრასტანის“ როლი ქართულ-სომხური ურთიერთობების გამყარებასა და ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში“ – აცხადებს არმენოლოგი, ისტორიის აკადემიური დოქტორი, თსუ-ის თანამშრომელი, 2003-2019 წლებში სომხეთში საქართველოს საელჩოს მრჩეველი, ნინო აფციაური.
მისივე თქმით, „მარად ახალგაზრდა გაზეთმა არა ერთხელ დაარწმუნა თავისი ერთგული მკითხველი, რომ ქართველ და სომეხ ერებს შორის ურთიერთსიყვარულს, ნდობასა და ურთიერთპატივისცემას ალტერნატივა არ აქვს“.




