სკოლის დირექტორების პროტესტი შესაძლოა ისევ განახლდეს – განათლების სამინისტრომ დირექტორების შესარჩევი კონკრუსის ხელახლა ჩატარების დაპირება გასცა, თუმცა ერთი თვის შემდეგაც უცნობია ზუსტი თარიღი.
ამ თემაზე დღეს განათლების დამცველთა ასოციაცია პრესკონფერენცაის გამართავს და ხელისუფლებას საჯაროდ მოუწოდებს, შეასრულოს დაპირება, წინააღმდეგ შემთხვევაში, პედაგოგების პროტესტი გაგრძელდება.
“განათლების მინისტრმა მოგვცა ოფიციალური დაპირება და დოკუმენტშიც ასახა ეს, რომ დირექტორთა კონკურსი ხელახლა ჩატარდება და ყველას მიეცემა საშუალება, რომ გამჭვირვალე ფორმით, მიიღოს მონაწილეობა, გავიდა უკვე ერთ თვეზე მეტი ხანი, ჩვენ განცხადებითაც მივმართეთ, რომ მას დაეკონკრეტებინა თარიღი და შესაბამისი ნორმატიული აქტიც გამოეცა ამასთან დაკავშირებით, რომელიც ჯერ არ გვიხილავს. ოფიციალური წერილით მას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ კონკრეტულად როდის იქნება ეს, რომელ რიცხვში იქნება და რა უშლის ხელს ამ ბრძანების გამოცემას და ასევე, იქ უკვე შემდგომ ბრძოლის ტაქტიკაზეც გავამახვილებთ ყურადღებას, თუ ეს პასუხი არ იქნება და არ გამოიცემა შესაბამისი ნორმატიული აქტი”, – ამბობს დავით ფერაძე.
შეგახსენებთ, სკოლის დირექტორობის კანდიდატების ნაწილი კონკურსის უსამართლოდ ჩატარებას აპროტესტებდა. საპროტესტო აქციები რამდენიმე კვირა გრძელდებოდა. პროტესტის ორმა მონაწილემ მაშინ შიმშილობაც დაიწყო. იხილეთ:
· უახლოეს მომავალში კონკურსი გამოცხადდება და ყველა დაინტერესებულს მივცემთ მონაწილეობის საშუალებას | ამილახვარი დირექტორებზე