პროკურორი – ბრალდების მხარემ მოითხოვა დამატებითი მტკიცებულებების დართვა, კომპიუტერული და სასაქონლო ექსპერტიზები, რაც ჯუანშერ ბურჭულაძის გარკვეული ქმედებების შეფასებას და მათი რეალური ღირებულებების დადგენას ეხება

ბრალდების მხარემ მოითხოვა საქმეში დამატებითი მტკიცებულებების დართვა, ეს არის კომპიუტერული და სასაქონლო ექსპერტიზები. კონკრეტულად, ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას და მათგან ამოღებული მობილური ტელეფონებიდან გამოთხოვილი გარკვეული სახის ინფორმაცია , – ამის შესახებ ჯუანშერ ბურჭულაძის საქმის პროკურორმა, ანა ლეკიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ბრალდებულების ტელეფონებიდან ამოღებულია უშუალოდ ბრალდებულებს შორის გარკვეული სახის კომუნიკაცია. აქ არის როგორც ვერბალური კომუნიკაცია, ისე მიმოწერა, შინაარსი არის სხვადასხვა.
„დღეს ჩატარდა ჯუანშერ ბურჭულაძის, ვასილ მხეიძის, ვლადიმერ ღუდუშაურის და გიორგი ხაინდრავას სისხლის სამართლის საქმეზე პირველი არსებითი განხილვა, სადაც მხარეებმა წარვადგინეთ შესავალი სიტყვები. კერძოდ, განვმარტეთ, რა ედებათ აღნიშნულ პირებს ბრალად, რა მტკიცებულებების საფუძველზე მოვახდენთ ჩვენი პოზიციის დადასტურებას.
ასევე, ბრალდების მხარემ მოითხოვა დამატებითი მტკიცებულებების დართვა, ეს არის კომპიუტერული და სასაქონლო ექსპერტიზები. კონკრეტულად, ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას და მათგან ამოღებული მობილური ტელეფონებიდან გამოთხოვილი გარკვეული სახის ინფორმაცია. ასევე, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა ეხება უშუალოდ ჯუანშერ ბურჭულაძის გარკვეული ქმედებების შეფასებას და მათი რეალური ღირებულებების დადგენას. შემდგომი პროცესიდან უკვე ბრალდების მხარე დაიწყებს მტკიცებულებათა აქტიურ კვლევას. ტელეფონებიდან ამოღებულია უშუალოდ ბრალდებულებს შორის გარკვეული სახის კომუნიკაცია. როცა ეს გამოკვლეული იქნება უშუალოდ ექსპერტის მონაწილეობით, მაშინ დადგინდება კონკრეტულად რა ინფორმაცია არის ამ ტელეფონებზე განთავსებული. შინაარსი არის სხვადასხვა. ეს ყველაფერი არის დისკებზე ჩაწერილი. უნდა იქნას გამოკვლეული სასამართლოში. დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. აქ არის როგორც ვერბალური კომუნიკაცია, ისე მიმოწერა“,- განაცხადა ანა ლეკიაშვილმა.