– „რასაც დათესავ, იმას მოიმკი“ – ევროკავშირი, რასაც აკეთებდა, როგორც არღვევდა საერთაშორისო სამართლის სტანდარტებს, ზუსტად იგივე მიუბრუნდა ბუმერანგივით

„რასაც დათესავ, იმას მოიმკი“ – ევროკავშირი, რასაც აკეთებდა და როგორც არღვევდა საერთაშორისო სამართლის სტანდარტებს, ზუსტად იგივე მიუბრუნდა ბუმერანგივით უკან , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც -ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 5 ევროპელი პირის დასანქცირებაზე ევროკომისიის განცხადებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, ევროკავშირს არასწორი პრაქტიკა უკან მიუბრუნდა.
„ასეთი გამონათქვამია – „რასაც დათესავ, იმას მოიმკი“. ევროკავშირი, რასაც აკეთებდა და როგორც არღვევდა საერთაშორისო სამართლის სტანდარტებს, ზუსტად იგივე მიუბრუნდა ბუმერანგივით უკან. ეს იყო, რა თქმა უნდა, არასწორი პრაქტიკა, თუმცა ეს არასწორი პრაქტიკა ახლა ევროკავშირს უკან მიუბრუნდა. ეს ჩვენთვის, ბუნებრივია, საინტერესოა. როდესაც ჩვენ ვისმენდით ევროკავშირის წარმომადგენლების აღშფოთებულ განცხადებებს ამასთან დაკავშირებით, ესეც არის ჩვენთვის ძალიან საინტერესო,“ – განაცხადა მ.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 5 ევროპელ პირს სავიზო შეზღუდვები დაუწესა. სანქცირებულები არიან შიდა ბაზრის საკითხებში ყოფილი ევროკომისარი, ტიერი ბრეტონი და დეზინფორმაციასთან მებრძოლი ორგანიზაციების ოთხი ხელმძღვანელი. -ის ეს გადაწყვეტილება „მკაცრად დაგმო“ ევროკომისიამ და შეერთებული შტატების ხელისუფლებისგან ახსნა-განმარტება მოითხოვა.