ირაკლი – ელჩებთან შეხვედრისას, ვისაუბრეთ, როგორც საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე, ისე ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე, ჩვენი პრიორიტეტი, მომდევნო წელს, არის ჩვენი საგარეო პოლიტიკური პოზიციების მაქსიმალურად დაცვა და განმტკიცება

ელჩებთან შეხვედრისას, ვისაუბრეთ, როგორც საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე, ისე ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე და საინტერესო დისკუსია შედგა ყველა ამ თემასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ჟურნალისტებს ელჩების კონფერენციის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მისივე თქმით, მომდევნო წელს ხელისუფლების პრიორიტეტი იქნება ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პოზიციების მაქსიმალურად დაცვა და განმტკიცება.
„საინტერესო შეხვედრა გვქონდა ჩვენს ელჩებთან, მადლობა მინდა, გადავუხადო საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს ელჩების კონფერენციის ძალიან მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის. ელჩებთან შეხვედრისას, ვისაუბრეთ, როგორც საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე, ისე ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე და საინტერესო დისკუსია შედგა ყველა ამ თემასთან დაკავშირებით. ჩვენი პრიორიტეტი, მომდევნო წელს არის ზოგადად ჩვენი საგარეო პოლიტიკური პოზიციების მაქსიმალურად დაცვა, მაქსიმალურად განმტკიცება. გამოწვევები რჩება ძალიან ბევრი საგარეო ასპარეზზე, თუმცა ვფიქრობ, რომ იმ პოლიტიკით, რომელსაც ვაწარმოებდით დღემდე, შესაძლებელია ყველა გამოწვევის დაძლევა და რაც მთავარია, შესაძლებელია ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა,”- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, შესაძლებელია, ბევრი რამ შეიცვალოს მომავალ წელს გლობალურად.
„ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესები. რაც მთავარია, ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად ორიენტირებული ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაზე. როგორი რთულიც არ უნდა იყოს გამოწვევები, ჩვენთვის მთავარია ჩვენი სტრატეგიული, ეროვნული ინტერესების დაცვა”, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ანი ნადარეიშვილი – გამოკითხვაზე დამიბარეს, ვუთხარი, რომ მაგისტრ მოსამართლესთან მივიდოდით, ნახევარ საათში, 30-მდე ავტომატიანი და ნიღბიანი შემოცვივდა – ზვიად გაგუას, რომელიც ჩვენთან ცხოვრობს, უთხრეს, ბაჩოს წინააღმდეგ მიეცი ჩვენებაო