ახალი რომანი დაშორების შემდეგ? ჰანდე ერჩელი კვლავ ყურადღების ცენტრშია – Marao

თურქული სერიალის „სიყვარული ჰაერშია“ ვარსკვლავი ჰანდე ერჩელი პირადი ცხოვრების გამო კვლავ აქტიურად განხილვის ობიექტია. მსახიობის ურთიერთობა ცნობილი ბიზნესმენის, ჰაკან საბანჯისთან, ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან რომანად იქცა თურქულ შოუბიზნესში, თუმცა სიყვარულის ისტორია გასულ ზაფხულს დასრულდა. დღეს კი ორივე მათგანი ახალ ეტაპზეა – განსხვავებული გზებითა და განსხვავებული პრიორიტეტებით.
ჰანდე ერჩელისა და ჰაკან საბანჯის ურთიერთობა საზოგადოებისთვის პირველად მაშინ გახდა ცნობილი, როცა წყვილი ერთად ხშირად ჩნდებოდა საზოგადოებრივ ღონისძიებებსა და მოგზაურობებში. მათ ურთიერთობას თავიდანვე დიდი ყურადღება მოჰყვა. მსახიობი და გავლენიანი ბიზნესმენი მედიისთვის იდეალურ წყვილად აღიქმებოდნენ.
უცხოური მედიის ცნობით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში წყვილი ნახევრად თანაცხოვრების რეჟიმშიც იყო – ისინი დროს ძირითადად ერთად ატარებდნენ, მოგზაურობდნენ და ერთმანეთის გარემოცვაშიც აქტიურად ჩნდებოდნენ. მიუხედავად ამისა, ურთიერთობაში თანდათან გამოიკვეთა განსხვავებები. ჰანდე ერჩელი კარიერაზე იყო ორიენტირებული, ახალი პროექტები, საერთაშორისო კონტრაქტები და მუდმივი გადაღებები მის ცხოვრებაში მთავარი პრიორიტეტი გახდა. ჰაკან საბანჯი კი უფრო დახურულ და სტაბილურ ცხოვრების წესს ამჯობინებდა, რაც ურთიერთობაში დაძაბულობას ქმნიდა.
გასულ ზაფხულს წყვილმა საბოლოოდ გადაწყვიტა დაშორება. ოფიციალური განცხადება მათ არ გაუკეთებიათ, თუმცა დაშორების ფაქტი მალევე დადასტურდა. უცხოური წყაროების თანახმად, გადაწყვეტილება მშვიდ გარემოში, სკანდალების გარეშე მიიღეს, თუმცა აშკარა იყო, რომ ურთიერთობა ორივესთვის ემოციურად რთულ ეტაპად იქცა.
დაშორების შემდეგ ჰანდე ერჩელმა ყურადღება მთლიანად საკუთარ თავზე და კარიერაზე გადაიტანა. მსახიობი აქტიურად მონაწილეობს ახალ პროექტებში, ხშირად ჩნდება მოდის ღონისძიებებსა და საერთაშორისო კამპანიებში. სოციალურ ქსელებში იგი უფრო თავისუფალ და თავდაჯერებულ იმიჯს ავლენს, რაც გულშემატკივრებისთვის ნათელი მინიშნებაა, რომ ჰანდე ახალი ეტაპისთვის მზად არის. პარალელურად, მედიაში პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია მის შესაძლო ახალ რომანზე, თუმცა მსახიობი პირად ცხოვრებაზე კვლავ არაფერს ამბობს.
რაც შეეხება ჰაკან საბანჯის, ბიზნესმენი დაშორების შემდეგ საჯარო სივრცეში ნაკლებად ჩნდება. უცხოური მედიის ცნობით, მან ყურადღება ბიზნესსა და პირად სიმშვიდეზე გადაიტანა და სკანდალებისგან დისტანცირება არჩია. მიუხედავად პერიოდული ჭორებისა, მისი ახალი ურთიერთობა ოფიციალურად არ დადასტურებულა.