ოკუპირებულ აფხაზეთში რუსმა მეცნიერებმა მიჩურინის ბანანის მოყვანა დაიწყეს

ოკუპირებულ აფხაზეთში ვირუსისგან თავისუფალი მიჩურინის ბანანის პირველი მოსავალი აიღეს. მიჩურინის ბანანის ნერგები რუსული „შჩოლკოვო აგროხიმიის“ სამეცნიერო სათბურებსა და ოკუპირებული ს მეცნიერებათა აკადემიის კვლევით ინსტიტუტში დაირგო.
როგორც გამოცემა „სელსკიე ზორი“ იტყობინება, მიჩურინის კვლევით-საწარმოო ცენტრ „აგროპიშეპრომმა“ რუსეთში პირველად გაზარდა ვირუსისგან თავისუფალი ბანანის ნერგები. ეს კულტურა სათბურის კომპლექსებში უწყვეტი სამრეწველო კულტივირებისთვის იყო შემუშავებული.
კვლევით-საწარმოო ცენტრი „აგროპიშეპრომის“ ხელმძღვანელი სერგეი კოლესნიკოვმა აღნიშნა, რომ კავენდიშის ჯუჯა ბანანის ჯიშები უკვე ორნახევარ მეტრამდე გაიზარდა. პირველი მტევნები 10-დან 15 კგ-მდე იწონიდა. მოსავლიანობა მეორე წელს 25 კგ-მდე, ხოლო მესამე წელს 40-45 კგ-მდე გაიზრდება თითო ხეზე.