ანაკლიის მიწაზე Megobari ACT-ის დაწერისთვის აქტივისტი 2000 ლარით დააჯარიმეს

აქტივისტი, როსტო ზარანდია აცხადებს, რომ ის ზუგდიდის მერიამ 2000 ლარით დააჯარიმა ანაკლიის „საძოვარზე“ Megobari ACT-ის დაწერის გამო. მერიის თანამშრომლებმა სამართალდარღვევის ოქმი მას ზუგიდის მუნიციპალიტეტში, საცხოვრებელ სახლში მიუტანეს.
„აღნიშნულმა პირმა სოფ. დიდინეძში მიწათსარგებლობის უფლების გარეშე ისარგებლა სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთით“, – წერია ოქმში.
როსტო ზარანდია გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.
მან ანაკლიაში საძოვარზე 380-მეტრიანი გეოგლიფი, რომელზეც Megobari ACT-ი იყო გამოსახული, ტრაქტორით 13 ნოემბერს შეასრულა.
Megobari ACT -ი ინიციირებული კანონპროექტია, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლასა და ს, ჩინეთისა და ირანის ინტერესების გატარებაზე პასუხისმგებელი პირების სანქცირებას. ამავდროულად, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორის კორექტირების შემთხვევაში, დებს საქართველოსთან -ის მჭიდრო თანამშრომლობის პირობას.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

სუს – 4 ოქტომბრის მოვლენების ბრალდებულ ორგანიზატორებსა და ანი ნადარეიშვილის აიპი მისამართებს შორის ფიქსირდება 343 ინტერნეტსესია – ბაჩანა ახალაიამ საერთოდ უარი განაცხადა ყველანაირი ჩვენების მიცემაზე

გიორგი შარაშიძე – არ გამიკვირდება, რომ ბაჩო ახალაიას წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე რადიკალური ქმედებების სურვილი ჰქონოდა, ასევე, არ გამიკვირდება, რომ ამას „ქართული ოცნება“ სათავისოდ იყენებდეს – ალბათ, ხაზები და კავშირები მიდის ლილუაშვილთან