ტროტუარზე დგომის საქმეზე 69 წლის მარინე ჟვანიას პროცესი 12 იანვრისთვის გადაიდო. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას პარლამენტის მიმდებარედ ხალხის გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნას ედავება.
მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ შსს-ს ამ შემთხვევაშიც ზედხედიდან გადაღებული კადრების წარდგენა დაავალა.
„ნამდვილად ვიდექი და ვაპროტესტებდი, მაგრამ ხალხიც თავისუფლად მოძრაობდა. არავისთვის დაბრკოლება არ შემიქმნია”, – განაცხადა მან პროცესზე.
მუხლი, რომლის მიხედვითაც, ჟვანიას მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა, სანქციის სახით 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს, ორგანიზატორის შემთხვევაში − 20 დღემდე ვადით.




