14 წლით პატიმრობა ემუქრება პირს, რომელმაც საკუთარი ბებია აიყვანა მძევლად.
პროკურატურის მტკიცებით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში დანით შეიარაღებულმა ბრალდებულმა მძევლად აიყვანა მისი ბებია და მოკვლის მუქარით საზღვარგარეთ მყოფი მეუღლის მასთან მიყვანას ითხოვდა.
ქალი არ დაშავებულა, შვილიშვილი კი ადგილზევე დააკავეს.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით (მძევლად ხელში ჩაგდება, დაზარალებულის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.
ბრალდებულის შერაცხადობის დადგენის მიზნით ჩატარდება ფსიქიატრიული ექსპერტიზა” | წერს პროკურატურა.




