Reuters – პოლონურმა გამანადგურებლებმა ბალტიის ზღვის თავზე რუსულ სადაზვერვო თვითმფრინავს გზა გადაუჭრეს

პოლონურმა გამანადგურებლებმა ბალტიის ზღვის თავზე რუსულ სადაზვერვო თვითმფრინავს გზა გადაუჭრეს, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი პოლონეთის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დღეს დილით, ბალტიის ზღვის საერთაშორისო წყლების თავზე, პოლონურმა გამანადგურებლებმა გზა გადაუჭრეს, ვიზუალურად ამოიცნეს და პასუხისმგებლობის ზონიდან გაიყვანეს რუსული სადაზვერვო თვითმფრინავი, რომელიც პოლონეთის საჰაერო სივრცის საზღვრებთან ახლოს დაფრინავდა“, – აცხადებს პოლონეთის შეიარაღებული ძალები.
ამასთან, პოლონეთის არმიის ცნობით, ქვეყნის საჰაერო სივრცეში ბელარუსიდან გაშვებული საჰაერო ბუშტები შეფრინდა.
„დეტალური ანალიზის შემდეგ დადგინდა, რომ ეს, სავარაუდოდ, კონტრაბანდული საჰაერო ბუშტები იყო“, – ნათქვამია არმიის განცხადებაში.
პოლონეთის შეიარაღებული ძალების ცნობით, საჰაერო ბუშტების დაფიქსირების გამო, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე პოდლასის სავოევოდოს საჰაერო სივრცის ნაწილი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით დროებით დაიხურა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი ქურდოვანიძე: რა თქვა მუზეუმაა? – იქნებ ესეც გაგვერკვია, რაო, შედევრია და რუსოფობები უდიერად ეპყრობიანო. თანაც მავანნი წუხან, წმინდა ნიკოლოზ მეორე შეურაცხყვესო, ის ნიკოლოზი, უპატრონო ძაღლებსა და კატებს რომ ხოცავდა

განათლების სამინისტრო – 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლებს უწყებამ, დროებით, სხვა საჯარო სკოლის შენობაში გადასვლა და ტრანსპორტით უზრუნველყოფა შესთავაზა, დაიგეგმა გაფართოებული შეხვედრაც