ტროტუარის პროტესტის საქმეზე გადაწყვეტილება 9 იანვარს გამოცხადდება

მოსამართლე ზვიად ცეკვავამ ტროტუარზე პროტესტის საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადება 9 იანვრამდე გადადო. თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ დღეს გაირკვევა ცნობენ თუ არა სამართალდამრღვევად 24 წლის ანი ახმეტელს და შეუფარდებენ თუ არა მას ადმინისტრაციულ პატიმრობას.
საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში დღეს, 25 დეკემბერს დაიწყო.
სხდომაზე დამსწრეებმა -ს წარმომადგენლებს უთხრეს, რომ „აქ ვინც ვართ, ყველა ვიდექით აქციაზე“.
„ყოჩაღ…“ – უპასუხა -ს იურისტმა მათ.
ზუსტად იმავე მოტივით სამართალწარმოება დაწყებულია 10-ზე მეტი ადამიანის წინააღმდეგ. მათ შორის, კიდევ ერთის [ელენე ჯღარკავას] საქმე 12 იანვრამდე გადაიდო, მოსამართელმ მოითხოვა ხანგძრლივი ვიდეომტკიცებულების წარდგენა.
პარლამენტის წინ ტროტუარზე დგომის გამო შსს-ში სამართალწარმოების დაწყების შესახებ ანი ახმეტელმა 23 დეკემბერს შეიტყო. საქმეში დევს პოლიციის მაიორის, გიგა ბატკუაშვილის შედგენილი ოქმი, რომელითაც ირკვევა, რომ ახმეტელს ედავებიან 17 დეკემბერს „ხალხის სავალი ნაწილის ჩახერგვას“, რაც გამოიხატა ტროტუარზე დგომით.
ორი კვირის წინ, 10 დეკემბერს, სადავო პარლამენტმა დაჩქარებული სახით განიხილა და მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლითაც სავალდებულო გახდა „ხალხის ან ტრანსპორტის სავალ ადგილას“ აქციის გამართვისთვის პოლიციის 5 დღით ადრე გაფრთხილება.

ასევე დაგაინტერესებთ

სუს – 4 ოქტომბრის მოვლენების ბრალდებულ ორგანიზატორებსა და ანი ნადარეიშვილის აიპი მისამართებს შორის ფიქსირდება 343 ინტერნეტსესია – ბაჩანა ახალაიამ საერთოდ უარი განაცხადა ყველანაირი ჩვენების მიცემაზე

გიორგი შარაშიძე – არ გამიკვირდება, რომ ბაჩო ახალაიას წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე რადიკალური ქმედებების სურვილი ჰქონოდა, ასევე, არ გამიკვირდება, რომ ამას „ქართული ოცნება“ სათავისოდ იყენებდეს – ალბათ, ხაზები და კავშირები მიდის ლილუაშვილთან