პუტინი ფედერალურ კრებას წელს არ მიმართავს

რუსეთში 2025 წელი ფედერალური კრებისადმი პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიმართვის გარეშე დასრულდება. ს კონსტიტუციით, პრეზიდენტს ფედერალური კრებისადმი ყოველწლიური მიმართვის ვალდებულება აქვს.
კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა გამოცემა „ვედომოსტის“ განუცხადა, რომ 2025 წელს ფედერალური კრებისადმი პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიმართვა არ იქნება. შეკითხვას, რა მიზეზით, პესკოვმა უპასუხა: „ეს სახელმწიფოს მეთაურის გადაწყვეტილებაა, ეს ხომ მისი მიმართვაა… ყველაფერი თავის დროზე შედგება“.
ს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებული წყარო არ გამორიცხავს, რომ ფედერალური კრებისადმი პუტინის მიმართვისთვის მზადება გააქტიურდება დუმის სთვის კამპანიის დაწყების მოახლოებისას. 2026 წლის სექტემბერში უნდა ჩატარდეს. წინა არჩევნების წელს, 2021-ში პუტინმა ფედერალურ კრებას აპრილში მიმართა.
„ვედომოსტის“ ორი სხვა წყაროს თანახმად, ფედერალური კრებისადმი პუტინის მორიგი მიმართვის თარიღი დამოკიდებულია ში „სპეციალურ სამხედრო ოპერაციასთან“ დაკავშირებული სიტუაციის განვითარებასა და -სა და სთან მოლაპარაკებებზე.
რუსეთი „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს უკრაინაში ფართომასშტაბიან ომს, რომელიც 2022 წლის 24 თებერვლიდან მიმდინარეობს.
2025 წლის სექტემბერში კრემლის პრესმდივანმა პესკოვმა რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ ფედერალური კრებისადმი პრეზიდენტის მიმართვა წელს შედგებოდა.
2024 წელს პუტინმა ფედერალურ კრებას 29 თებერვალს მიმართა. ორ კვირაში რუსეთში ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, რომლის ოფიციალური შედეგებით, ვლადიმირ პუტინი ხმების 87%-ით პრეზიდენტად მეხუთედ აირჩიეს.
პრეზიდენტობის პერიოდში პუტინმა ფედერალურ კრებას ორჯერ არ მიმართა – 2017 წელს და უკრაინაში ომის დაწყების პირველ, 2022 წელს. კონსტიტუციით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობას პუტინისთვის რაიმე შედეგი არ მოჰყოლია.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

სუს – 4 ოქტომბრის მოვლენების ბრალდებულ ორგანიზატორებსა და ანი ნადარეიშვილის აიპი მისამართებს შორის ფიქსირდება 343 ინტერნეტსესია – ბაჩანა ახალაიამ საერთოდ უარი განაცხადა ყველანაირი ჩვენების მიცემაზე

გიორგი შარაშიძე – არ გამიკვირდება, რომ ბაჩო ახალაიას წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე რადიკალური ქმედებების სურვილი ჰქონოდა, ასევე, არ გამიკვირდება, რომ ამას „ქართული ოცნება“ სათავისოდ იყენებდეს – ალბათ, ხაზები და კავშირები მიდის ლილუაშვილთან