კრემლი უცხოეთში გაქცეული მოქალაქეების აღრიცხვას იწყებს | “ოცნება” უარყოფს, რომ რუსულ სპეცსამსახურებთან ითანამშრომლებს

რუსეთი საკუთარი მოქალაქეების ტოტალურ კონტროლს აანონსებს. პუტინის რეჟიმის ახალი პროვოკაციული გეგმის მიხედვით, კრემლი უცხოეთში გაქცეულ ს მოქალაქეებს აღრიცხავს და საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა აკრძალვას დაუწესებს. თუმცა იმისათვის რომ გეგმა სისრულეში მოვიდეს, აუცილებელია უცხო ქვეყანამ ამა თუ იმ რუსეთის მოქალაქეზე ინფორმაცია გასცეს, რაც პირდაპირ პუტინის რეჟიმთან თანამშრომლობას გულისხმობს.
რომელი სახელმწიფო იქნება მზად რუსულ სპეცსამასხურებთან თანამშრომლობის უცნობია. საქართველოს ხელისუფლება ოკუპანტ ქვეყანასთან რაიმე სახის მოლაპარაკებებზე წასვლას კატეგორიულად უარყოფს.