ჩინეთში მეწყერმა 47 ადამიანი ცოცხლად დამარხა

სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთის მთიან პროვინცია იუნანში მეწყერში სულ მცირე 47 ადამიანი ცოცხლად დამარხა, ტერიტორიიდან 500-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Xinhua-ს ცნობით, სტიქია დილის 6 საათამდე, სოფელ ლიანშუიში, ქალაქ ტანგფანგში, ჟენსიონგის ოლქში მოხდა.

ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, მაშველები 18 სახლში დამარხული ადამიანების პოვნას ამ დრომდე ცდილობენ. მეწყრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.