პრობლემა იმდენად ღრმა იყო, რომ საჭირო გახდა USAID-ის გაუქმება და ფინანსური ნაკადების სრულად ცენტრალიზება, ეს მიუთითებს სისტემურ ხარვეზებზე, სადაც თანხის მიზნობრიობა ფორმალურად არსებობდა, მაგრამ რეალური კონტროლი სუსტი იყო

პრობლემა იმდენად ღრმა იყო, რომ საჭირო გახდა USAID-ის გაუქმება და ფინანსური ნაკადების სრულად ცენტრალიზება, ეს მიუთითებს სისტემურ ხარვეზებზე, სადაც თანხის მიზნობრიობა ფორმალურად არსებობდა, მაგრამ რეალური კონტროლი სუსტი იყო
-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადება საერთაშორისო დახმარების სისტემის რეფორმირების და USAID-ის გაუქმების შესახებ მნიშვნელოვანი ნაბიჯია, საქართველოში უცხოურ დაფინანსებასთან დაკავშირებით წლების განმავლობაში მიმდინარეობდა დისკუსია, საქართველოს მთავრობა პირველი იყო, რომელიც უცხოურ დაფინანსებას დაუპირისპირდა და ღიად განაცხადა, რომ დონორების მიერ გამოყოფილი თანხის მიზნობრიობა ბუნდოვანი იყო – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი სოციალურ ქსელში წერს.
მეგრელიშვილის შეფასებით, რუბიოს განცხადება მიუთითებს, რომ უცხოური დახმარების არსებული მოდელი თავად ამერიკული მხარისთვისაც პრობლემური აღმოჩნდა და საჭირო გახდა USAID-ის გაუქმება და ფინანსური ნაკადების ცენტრალიზება.
-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადება საერთაშორისო დახმარების სისტემის რეფორმირების და USAID-ის გაუქმების შესახებ მნიშვნელოვანი ნაბიჯია, საქართველოში უცხოურ დაფინანსებასთან დაკავშირებით წლების განმავლობაში მიმდინარეობდა დისკუსია, საქართველოს მთავრობა პირველი იყო, რომელიც უცხოურ დაფინანსებას დაუპირისპირდა და ღიად განაცხადა, რომ დონორების მიერ გამოყოფილი თანხის მიზნობრიობა ბუნდოვანი იყო, დღეს კი მარკო რუბიო აცხადებს, რომ საერთაშორისო დახმარება სახელმწიფო დეპარტამენტის უშუალო კონტროლქვეშ გადაიტანეს, რათა ზუსტად იცოდნენ, სად და როგორ იხარჯება თანხები.
საქართველოს ხელისუფლება მუდმივად მიუთითებდა უცხოური დაფინანსების პრობლემურ ასპექტებზე, უპირველეს ყოვლისა, გამჭვირვალობის ნაკლებობაზე და პასუხისმგებლობის დეფიციტზე.
ამ განცხადებებს ხშირად პასუხობდნენ ბრალდებებით, თითქოს ეს კრიტიკა დემოკრატიული პროცესების წინააღმდეგ იყო მიმართული. თუმცა პრაქტიკაში არაერთი შემთხვევა აჩენდა კითხვებს როგორც დონორების ზედამხედველობაზე, ისე მიმღები ორგანიზაციების რეალურ საქმიანობაზე. სამწუხაროდ, იყო შემთხვევები როდესაც გრანტი არა დემოკრატიული პროცესების განვითარებას, არამედ რევოლუციურ სცენარს და აგენტურის ხელფასებს ხმარდებოდა.
რუბიოს განცხადება აჩვენებს, რომ არსებული მოდელი თავად ამერიკული მხარისთვისაც პრობლემური აღმოჩნდა.
პრობლემა იმდენად ღრმა იყო, რომ საჭირო გახდა USAID-ის გაუქმება და ფინანსური ნაკადების სრულად ცენტრალიზება, ეს მიუთითებს სისტემურ ხარვეზებზე, სადაც თანხის მიზნობრიობა ფორმალურად არსებობდა, მაგრამ რეალური კონტროლი სუსტი იყო.
დღეს ვხედავთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას სწორი პოზიცია ეკავა, ის სრულიად ემთხვევა, დღეს აშშ-ში არსებულ მიდგომებს, დახმარება/გრანტი უნდა იყოს გამჭვირვალე, მკაფიო მიზნების მქონე და დაცული როგორც პოლიტიკური მანიპულაციებისგან, ისე კერძო ინტერესებისგან.“ – წერს მეგრელიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

სოფლის მეურნებაში ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით ათჯერ არის გაზრდილი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რის შედეგადაც, ამ წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგებულია

გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირ-სომხეთის სამიტზე: ევროკავშირისთვის და ბევრი სხვა ქვეყნისთვის საქართველო არის შუა დერეფანში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი და შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფაქტორი იქნება გათვალისწინებული და რა თქმა უნდა, ამ თემაზე იქნება მსჯელობა