რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კრემლის პოლიტიკის მხარდამჭერებს და პროპაგანდისტებს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა. მათ შორის, დააჯილდოვა თინა კანდელაკიც.
კანდელაკმა სამადლობელ სიტყვაში გაიხსენა საქართველოში 5 წლის წინანდელი ვიზიტი და პატრიარქ ილია მეორესთან შეხვედრა.
“უკვე 5 წელი გავიდა, რაც საქართველოში არ ვყოფილვარ. ბოლოს ვიყავი 5 წლის წინ და ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ შევხვდი სრულიად საქართველოს პატრიარქს,, ილია II-ს. ილია ყოველთვის თბილ სიტყვებს მეუბნება და მაშინ მითხრა, რომ “გადაეცი ვლადიმერ ვლადიმერის ძეს, რომ მისთვის ვლოცულობ”. გავიდა 5 წელი და ასეთი შესაძლებლობა არ მომეცა. დღეს მაქვს. ვლადიმერ ვლადიმერის ძე, ჯანმრთელობა თქვეენ და ჩვენ, ყველას, რადგან თუ მთელ მსოფლიოში მორწმუნე ხალხი, რომლებსაც მშვიდობა სურთ და თქვენთვის ლოცულობენ, ნიშნავს, რომ რუსეთის გაიმარჯვებს და მსოფლიოში მშვიდობა იქნება” – თქვა კანდელაკმა.
კრემლის პროპაგანდისტ თინა კანდელაკს პუტინმა ალექსანდრე ნეველის სახელობის ჯილდო გადასცა.




