მსხვერპლი მოჰყვა ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურაზე ს ჯარების მორიგ შეტევას

ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა ოდესის ოლქის საპორტო და სამრეწველო ინფრასტრუქტურაზე ს ჯარების მორიგი დარტყმის შედეგად. ამის შესახებ 25 დეკემბერს დილით ტელეგრამ-არხით იუწყება ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეჰ კიპერი.
მისი ინფორმაციით, დაზიანებულია ადმინისტრაციული და სამრეწველო შენობები და საწყობები, რამდენიმე ადგილზე იყო ხანძარი, რომელიც დილის მდგომარეობით ლიკვიდირებულია. კონკრეტულად რომელ რაიონში და რომელი ობიექტები, კიპერს არ დაუსახელებია.
ოდესის ოლქში საჰაერო განგაში გასულ ღამით გამოცხადდა და დილითაც გრძელდებოდა.
ბოლო ხანს რუსეთის ჯარები განსაკუთრებით ინტენსიურად უტევენ ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას და ენერგოობიექტებს. 12 დეკემბერს რაკეტებითა და დრონებით შეტევის შედეგად ჩერნომორსკის პორტში თურქული კომპანიის სამოქალაქო გემიც დაზიანდა.
რუსული რაკეტებითა და დრონებით მასირებული შეტევის შედეგად ენერგოობიექტების დაზიანების გამო ოდესის ოლქში კვირაზე მეტია მოქმედებს საგანგებო სიტუაციის რეჟიმი. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ქალაქ ოდესაში დღესაც საჭირო გახდა ელექტროენერგიის მიწოდების ე.წ. ავარიული გამორთვა, რათა არ დაუშვან დაზიანებული დანადგარების გადატვირთვა. ხელისუფლების თანახმად, ენერგოკომპანიის სპეციალისტები სარემონტო სამუშაოებს განაგრძობენ.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ 25 დეკემბერს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა ს შეუტიეს 131 უპილოტო საფრენი აპარატით. სარდლობის თანახმად, ადგილობრივი დროით 08:30 საათისთვის დადასტურებული იყო, რომ თავდაცვის ძალებმა ქვეყნის სამხრეთ, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ რაიონებში მოიგერიეს 106 რუსული დრონი. 22-ით პირდაპირი დარტყმა იყო 15 ადგილზე.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – ზურა ჯაფარიძესთან მეგობრული საუბარი გვქონდა – „ლელოში“ ყოველთვის ვიყავით მომხრეები, გვქონოდა საერთო სტრატეგია, როდესაც დიქტატორულ რეჟიმს ვუპირისპირდებით, მგონი, კოლეგებმა უნდა გადააფასონ არასწორი ნაბიჯები