კათოლიკეები დღეს ქრისტეშობას ზეიმობენ

კათოლიკური სამყარო დღეს გრიგორიანული კალენდრით ქრისტეშობას აღნიშნავს.
კათოლიკური შობას ბეთლემში აღნიშნავენ, სადაც გადმოცემის თანახმად ქრისტე იშვა. სადღესასწაული წირვა-ლოცვა შობის სახელობის ეკლესიაში აღევლინება.
კათოლიკური შობა მასშტაბურად აღინიშნება ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში, საშობაო მესას ფრანცისკე აღავლენს. ქრისტეშობის დღესასწაულს საქართველოში კათოლიკეები, ბაბტისტები და საქართველოს სახარების რწმენის ორმოცდაათიანული ეკლესიის მრევლი ზეიმობს.
საშობაო ტრადიციებს იტალიაში ჩაეყარა საფუძველი, რომელიც მთელ კათოლიკურ სამყაროში გავრცელდა. მსოფლიოში მილიარდზე მეტი კათოლიკეა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – საქართველოს ხელისუფლება მზად არის აშშ-თან ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლით, ჩვენ არ გვჭირდება ბატონები, გვჭირდება მეგობრები და პარტნიორები – აპრილის თვე დასახელდა, როდესაც გაიმართება სხვადასხვა ტიპის შეხვედრები