Reuters – ჰონდურასის საპრეზიდენტო არჩევნებში ს მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა გაიმარჯვა

ჰონდურასის საპრეზიდენტო არჩევნებში ს მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა გაიმარჯვა, – ინფორმაციას­ Reuters-ი ავრცელებს.
ჰონდურასის საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 30 ნოემბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში კონსერვატორმა კანდიდატმა, ნასრი ასფურამ ამომრჩეველთა ხმების 40.3% მოიპოვა, ხოლო მისმა მეტოქემ, ცენტრისტულ-მემარჯვენე „ლიბერალური პარტიის“ კანდიდატმა, სალვადორ ნასრალამ ხმების 39.5% მიიღო.
ნასრალამ ს შედეგები უარყო და განაცხადა, რომ ჰონდურასის საარჩევნო კომისიამ ყველა საარჩევნო ბიულეტენი არ დაითვალა, თუმცა მხარდამჭერებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.
-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ასფურას ჰონდურასის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
„ჰონდურასელმა ხალხმა თავისი არჩევანი გააკეთა. ჩვენს ნახევარსფეროში უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობის მიზნით, ნასრი ასფურასთან თანამშრომლობას მოუთმენლად ელის“, – წერს რუბიო X-ზე.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა არჩევნებამდე ნასრი ასფურას მხარდაჭერა გამოუცხადა და განაცხადა, რომ გამარჯვების შემთხვევაში მასთან ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლაში ითანამშრომლებდა, ხოლო თუ ასფურა დამარცხდებოდა, მაშინ ჰონდურასს ფინანსურ დახმარებას შეუწყვეტდა.