საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას ხელზე ასაღები ხელფასი, 2024 წელს, თვეში 29 000 ლარი იყო. შესაბამისად, თურნავამ დეკლარაციაში ჩაწერა, რომ 2024 წელს ხელფასის სახით 349 039 ლარი მიიღო. თუმცა, ნათია თურნავას სრული, ანუ დასაბეგრი ხელფასი თვეში 37 729 ლარი ყოფილა, რაც წელიწადში 452 748 ლარია.
შესაბამისად, ნათია თურნავას ბიუჯეტიდან, ერთ თვეში ზუსტად იმდენი თანხა ერიცხებოდა ხელფასის სახით, რაც ქალაქად მცხოვრები 1293 პენსიონერის ერთი თვის პენსიაა.
70 წლამდე ქალაქად მცხოვრები ერთი პენსიონერი, წლის განმავლობაში, პენსიის სახით იღებს 4200 ლარს. აქედან გამომდინარე, იმ თანხას, რაც თურნავამ 2024 წლის განმავლობაში ხელფასის სახით აიღო, 107 პენსიონერი ერთი წლის განმავლობაში მიიღებდა.
შრომის ანაზრაურების შესახებ კანონით, საჯარო მოხელეების ხელფასი ყოველწლიურად 10%-ით იზრდება.
ეს იმას ნიშნავს, რომ 2025 წელს ნათია თურნავა თვეში მინიმუმ 3700 ლარით მეტს მიიღებდა, ვიდრე შარშან. თუმცა ზუსტი მონაცემი მას შემდეგ გახდება ცნობილი, როცა ნათია თურნავა მიმდინარე წლის ქონებრივ დეკლარაციას შეავსებს.
ნიშანდობლივია ისიც, რომ ნათია თურნავა ახალი წლიდან კიდევ 10 %-ით მეტ ხელფასს მიიღებს, ვიდრე 2025 წელს იღებდა.
ეროვნული ბანკის ვალდებულებაა, ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა და ეფექტიანი მონეტარული პოლიტიკის განხორციელება სტაბილურობის მისაღწევად, ქვეყნის ეკონომიკის გრძელვადიანი ზრდის ხელშეწყობა.
სწორი მოლოდინის ჩამოყალიბება იმისთვის, რომ საზოგადოებამ მიიღოს ეკონომიკურად გამართლებული გადაწყვეტილებები.




