2023 წელს ესპანეთს 84 მლნ-ზე მეტი ტურისტი ეწვია

ესპანეთის მრეწველობისა და ტურიზმის სამინისტროს მონაცემებით, 2023 წელს ქვეყანას 84 მილიონზე მეტი ადამიანი ესტუმრა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
2023 წელს ქვეყანაში ჩასული ტურისტების რაოდენობა, პანდემიამდელ, 2019 წელს მიღწეულ მაჩვენებელზე 1%-ით, ხოლო 2022 წლის მაჩვენებელზე 19%-ით მეტია.
სტატისტიკის მიხედვით, 2019 წელს ტურისტების მაქსიმალური რაოდენობა 83,5 მილიონი იყო. 2023 წელს ეს მაჩვენებელი 84 მილიონამდე გაიზარდა.
2023 წელს ტურიზმიდან მიღებულმა მთლიანმა შემოსავალმა 108 მილიარდ ევროს გადააჭარბა, რაც 2019 წელთან შედარებით 17,4%-ით და 2022 წელთან შედარებით 23,8%-ით მეტია.
ტურიზმის სამინისტროს პროგნოზით, 2024 წელს ესპანეთში ტურიზმიდან შემოსავლების რეკორდული ოდენობაა მოსალოდნელი.
ტურიზმის ოფიციალურ ზუსტ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტი (INE) მომავალ კვირას გამოაცხადებს.