საქართველოში მცხოვრები კათოლიკეები ქრისტეშობის დღესასწაულის შესახვედრად თბილისის მარიამ ღვთისმშობლის ამაღლების კათოლიკურ ტაძარში შეიკრიბნენ

საქართველოში მცხოვრები კათოლიკეები ქრისტეშობის დღესასწაულის შესახვედრად დღეს თბილისის მარიამ ღვთისმშობლის ამაღლების სახელობის კათოლიკურ ტაძარში შეიკრიბნენ.
სადღესასწაულო მესას ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო უძღვებოდა.
ტაძარში შეკრებილ მრევლსა და სასულიერო პირებს, საქართველოს მთავრობისა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სახელით, შობა და დამდეგი ახალი წელი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, დავით დავითაშვილმა მიულოცა.
“საზეიმო მსახურებას დაესწრნენ რელიგიის სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის ანალიტიკოსი, ზვიად ტყაბლაძე, სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის იურისტი, ნინო კობეშავიძე, და პროტოკოლის მენეჯერი თამარ კავილაძე”, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც რელიგიის სააგენტო ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე – ეს ადამიანი აბსოლუტურად აცდენილია უკვე ყველაფერს, რაც საღ აზრთან არის დაკავშირებული – სხვა დარგის სპეციალისტები უნდა აკეთებდნენ ასეთ მოვლენებზე შეფასებებს

თინა ბოკუჩავა – თუ რაიმე საფრთხეს უქმნის “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, იაფფასიანი მანიპულაციებია, რომელსაც, როგორც ჩანს, იმ რამდენიმე კონკრეტულმა პირმა მიმართა, რომლებიც 30 ივლისის პოლიტსაბჭოს სხდომის მოწვევაზე იყვნენ პასუხისმგებლები