ჩვენ ველაპარაკებით რამდენიმე პოლიტიკურ ჯგუფს, ველაპარაკებით და გვაქვს მაგაზე კომუნიკაცია, მაგრამ ჯერჯერობით კონკრეტული მზაობა არ ჩანს, ამიტომ, მაინცდამაინც პროაქტიულად ამით არ ვართ დაკავებული. ჩვენ ვფიქრობთ, რომ კონკრეტული საქმეებია საკეთებელი, ამ წუთში ჩვენ ისევ იმით ვართ დაკავებული, რითიც ახალ წლამდე ვიყავით…
… ჩვენ ლელოსთან გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია, ახლა ბოლო დროს, ახალ წელს და რაღაც, აღარ გვქონია, მაგრამ სულ გვაქვს ხოლმე კომუნიკაცია. ნიკა გვარამიასთანაც გვქონია კომუნიკაცია და რაღაცებზე გვილაპარაკია. მეტი ესე…
კი, ვიცი, რომ [ნიკა მელიაც ქმნის პარტიას] და მისი წარმომადგენლების კომენტარები რაც ვნახე, ისინი საუბრობენ, რომ ჯერ საკუთარ პარტიას გააკეთებენ და მერე იფიქრებენ, მომავალში რა ნაბიჯები შეიძლება, გადადგან. ამიტომ, ნიკასთან არ გვქონია ჯერჯერობით კომუნიკაცია, თუმცა, შეიძლება, გვქონდეს, არანაირი პრობლემა არ არის ნიკასთან კომუნიკაციისაც. მეტი, პრინციპში, ეგეთ საკითხებში არც არავისთან გვქონია კომუნიკაცია.
მე არ მჯერა ხელოვნური რაღაცა იმეების, რა. არც იმის მჯერა, რომ უბრალოდ, ეხლა რამდენიმე პარტია ან პარტიული ჯგუფი ერთად დადგება და რადგან ერთად დადგება, ამიტომ აქედან რაღაცა გამოვა. მე მჯერა იმისი, რომ ამ რაღაცა იმას უნდა ჰქონდეს შინაარსი, მათ შორის მგონია, რომ თუ რაღაცა ერთობა იქნება, რაღაცა ახალი უნდა შესთავაზოს მოქალაქეებს და იგივე რაღაცეები არ ტკეპნოს… კი [მაგის მიხედვით ავარჩევ პარტნიორებს], პირველ რიგში, მაინტერესებს, მიზნები რა არის…