სპილენძის ფასმა პირველად გადააჭარბა ტონაზე 12 000 დოლარს

სპილენძის ფასმა პირველად გადააჭარბა ტონაზე 12 000 დოლარს
ლონდონის ლითონის ბირჟაზე სპილენძის ფასმა სამშაბათს, 23 დეკემბერს, პირველად გადააჭარბა 12 000 დოლარს ტონაზე. Bloomberg-ის ცნობით, ლითონის ფასი ერთ წელიწადში მესამედზე მეტით გაიზარდა.
ამ ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა -ის პრეზიდენტ ს საბაჟო პოლიტიკა იყო – პოტენციური ტარიფების მოლოდინმა შეერთებულ შტატებში სპილენძის მასიური იმპორტის პროვოცირება მოახდინა, რამაც გლობალურ ბაზარზე მწვავე კონკურენცია გამოიწვია.
სიტუაცია გართულდა მნიშვნელოვან მაღაროებში მომხდარი სერიოზული ავარიების გამო: მაისში კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში კამოა-კაკულას კომპლექსი დაიტბორა, ივლისში ჩილეში ელ-ტენიენტეს მაღაროში ქვის ჩამონგრევა მოხდა, ხოლო სექტემბერში მეწყერმა ინდონეზიაში გრასბერგის კარიერი დახურა.
Morgan Stanley–ს ანალიტიკოსები აფრთხილებენ, რომ 2026 წელს გლობალური სპილენძის ბაზარი 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე მძიმე დეფიციტს წააწყდება. ბანკი პროგნოზირებს, რომ მოთხოვნა მიწოდებას დაახლოებით 600 000 ტონით გადააჭარბებს და დისბალანსი კვლავაც გაიზრდება.
ვრცლად liga.net – ზე

ასევე დაგაინტერესებთ