სამხრეთ-დასავლეთ კონგოში სატვირთო ავტომობილის ხევში გადავარდა. დაიღუპა 18 ადამიანი, დაშავდა ათობით პირი – ამ დროისთვის დაშავებულების რაოდენობა არ კონკრეტდება, თუმცა, ცნობილია, რომ მათ შორის 15 არასრულწლოვანია, გარდა ამისა, მძიმე მდგომარეობაშია 6 პირი.
მედიის ცნობით, სატვირთო მანქანას ტვირთი და მგზავრები კონგოს ცენტრალურ ოლქში, შორეულ კასანგულუს ტერიტორიაზე გადაჰყავდა.
შემთხვევის გამომწვევი მიზეზი მაღალი სიჩქარეა.