სუსი სურსათის ფასებთან დაკავშირებით საკითხის შესწავლას იწყებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იწყებს სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იწყებს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში საკითხის დეტალურ შესწავლას და შესაბამისი მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება ნებისმიერ ისეთ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რომელიც ზიანს აყენებს საქართველოს მოქალაქეთა ინტერესებს და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებას“, – განაცხადა სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ.
„ქართული ოცნების“ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ დღეს, 24 დეკემბერს, გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ქვეყანაში სასურსათო ფასების სიძვირეს მაღალი ფასნამატს და მოგების მაღალი მარჟებს უკავშირებს. მან საგამოძიებო უწყებებს მოუწოდა, შეისწავლონ ეს საკითხი და ასევე, მოუწოდა საპარლამენტო კომისიის შექმნისკენ.
კობახიძის განცხადების შემდეგ, შალვა პაპუაშვილმა დააანონსა პარლამენტში სპეციალური კომისიის შექმნა სასურსათო პროდუქტების ფასების ფორმირების პროცესის შესასწავლად.
პაპუაშვილს არ დაუკონკრეტებია, რა სახის კომისიის შექმნას გულისხმობს, თუმცა პარლამენტის რეგლამენტი, დროებითი საგამოძიებო კომისიის გარდა, ასევე ითვალისწინებს სხვა დროებითი კომისიების შექმნას. დროებითი კომისია არის „საპარლამენტო საქმიანობის დროებითი სუბიექტი, რომელიც იქმნება საზოგადოებრივი მნიშვნელობის იმ არამუდმივი ამოცანის შესრულების მიზნით, რომლის შესრულებაც საკითხის კოლეგიურ შესწავლასა და გადაწყვეტას საჭიროებს“. დროებითი კომისია ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე. დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადა არ უნდა აღემატებოდეს მიმდინარე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადას. მიმდინარე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადაზე ნაკლები ვადით შექმნილი დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადა შეიძლება გააგრძელოს პარლამენტმა დროებითი კომისიის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება