რუსეთმა მარცვლეულის ექსპორტზე კვოტა დააწესა

რუსეთმა მარცვლეულის ექსპორტზე კვოტა დააწესა
ს მთავრობამ 2026 წლის 15 თებერვლიდან 30 ივნისამდე ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებს გარეთ მარცვლეულის, მათ შორის ხორბლის, ქერის და სიმინდის ექსპორტისთვის კვოტა დააწესა, რომლის საერთო მოცულობა 20 მლნ ტონაა, – ამის შესახებ ფედერაციის მთავრობის განცხადებაში წერია.
ჭვავის ექსპორტზე კი ნულოვანი კვოტა იმოქმედებს.
„ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს მარცვლეულის შიდა ბაზარსა და უცხოეთში მიწოდებას შორის ოპტიმალური ბალანსის შენარჩუნებას.
ის მიღებულ იქნა ს ბაზარზე მარცვლეულის წარმოებისა და მოხმარების პროგნოზირებული მაჩვენებლების გათვალისწინებით,“ – წერია განცხადებაში.