ევროკავშირი, საფრანგეთი, გერმანია გმობენ -ის მხრიდან ვიზების აკრძალვას

ევროკავშირმა, საფრანგეთმა და გერმანიამ დაგმეს -ის მხრიდან ვიზების გაცემის აკრძალვა ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებზე, რომლებიც ებრძვიან ინტერნეტში სიძულვილის და დეზინფორმაციის გავრცელებას. ბრიუსელი აცხადებს, რომ ამ “გაუმართლებელ ზომებს” შესაძლოა “სწრაფად და გადამწყვეტად” უპასუხოს.
აშშ-ის პრეზიდენტის, ს ადმინისტრაციამ 23 დეკემბერს ვიზების გაცემა აკრძალა ევროკავშირის ქვეყნების ხუთ მოქალაქეზე, მათ შორის ევროკავშირის ყოფილ კომისარზე, ფრანგ ტიერი ბრეტონზე – რომელსაც აშშ ადანაშაულებს სიტყვის თავისუფლების ცენზურისთვის მუშაობაში, ან ზედმეტად მკაცრი წესების შემოღებით უსამართლო მოპყრობაში აშშ-ის ტექნოლოგიური კომპანიების მიმართ.
ევროკომისიის პრესმდივანმა განაცხადა, რომ “მძლავრად გმობს აშშ-ის გადაწყვეტილებას” და დასძინა – “გამოხატვის თავისუფლება ევროპაში ფუნდამენტური უფლებაა და საზიარო ღირებულება აშშ-სთან, მთელი დემოკრატიული სამყაროს მასშტაბით”.
სააგენტო Reuters-ის შეფასებით, ვიზების აკრძალვა, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გააღრმავებს უთანხმოებას ვაშინგტონსა და ევროპის ზოგიერთ დედაქალაქს შორის ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა სიტყვის თავისუფლება, თავდაცვა, იმიგრაცია, ულტრამემარჯვენეთა პოლიტიკა, ვაჭრობა და ს მიერ ში წარმოებული ომი.
რამდენიმე კვირით ადრე აშშ-ის სახელმწიფო უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტში გამოთქმული იყო გაფრთხილება, რომ ევროპა “ცივილიზაციური წაშლის” საფრთხის წინაშეა და აშშ-ის სანდო მოკავშირედ დასარჩენად მან კურსი უნდა შეცვალოს.
ბრეტონი იყო ერთ-ერთი შემოქმედი ევროკავშირის ციფრული მომსახურების აქტისა – მნიშვნელოვანი კანონმდებლობის, რომელიც, როგორც აცხადებენ, მიზნად ისახავს ინტერნეტის უსაფრთხოების გაზრდას, და რომელიც აშშ-ის ოფიციალურ პირებში გაღიზიანებას იწვევს.
მათი გაღიზიანება გაამძაფრა მიმდინარე თვეში ბრიუსელის მიერ მილიარდერ ილონ მასკის პლატფორმა X-სთვის დაწესებულმა სანქციამ – პლატფორმა 120 მილიონი ევროთი დაჯარიმდა, ონლაინ გავრცელებული შინაარსის წესების დარღვევის გამო. მასკსა და ბრეტონს შორის ბევრჯერ მოხდა კონფლიქტი ევროკავშირის ტექნოლოგიური რეგულირების გარშემო – მასკმა ბრეტონს “ევროპის ტირანიც” კი უწოდა.
ტიერი ბრეტონის გარდა აშშ-ის მხრიდან სანქცირებული არიან ციფრულ სიძულვილთან მებრძოლი ორგანიზაციის, CCDH-ის ხელმძღვანელი, ბრიტანელი იმრან აჰმედი, „გლობალური დეზინფორმაციის ინდექსის”(GDI) დამფუძნებელი, ბრიტანელი კლერ მელფორდი და გერმანული არასამთავრობო ორგანიზაციის, HateAid-ის წარმომადგენლები ანალენა ფონ ჰოდენბერგი და ჟოზეფინა ბალონი.
ფორუმი