ს ეკონომიკას კარგი ბედი არ ელოდება. შესაბამისად, რისკია, რომ რუსეთის ბაზარზე საქართველოს დამოკიდებულება იზრდება – ეკონომისტი

2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, 23.218 მილიარდ დოლარს მიაღწია. ეს წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტმა 6.618 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც წლიურ ჭრილში 10.1%-იან ზრდას გულისხმობს. იმპორტმა კი 16.600 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია – წლიურ ჭრილში 9.3%-ით გაიზარდა. საექსპორტო ნაწილში ავტომობილების რეექსპორტის წილს, ტრადიციულად, წამყვანი მაჩვენებლები აქვს.
როგორც რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას ეკონომისტი აკაკი ცომაია აღნიშნავს, ავტომობილების რეექსპორტი ს ბაზარზე დამოკიდებულების მანიშნებელია, რაც საქართველოსთვის გარკვეულ რისკებს აჩენს.
„რისკებს ვხედავ იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულება იზრდება. ავტომობილების რეექსპორტი ნაწილობრივ მაინც რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულებაა, რადგან ფაქტია, რეექსპორტი დამოკიდებულია ში რუსეთის შეჭრის ფაქტორთან. პროგნოზების მიხედვით, რუსეთის ეკონომიკას კარგი ბედი არ ელოდება. შესაბამისად, რუსულ ბაზარზე დამოკიდებულების ზრდა, არ ეხება ეს მხოლოდ ავტომობილების რეექსპორტს, ეს ეხება სოფლის მეურნეობის პროდუქტებს, ღვინის ბიზნესს, ენერგო დამოკიდებულების ზრდასაც, მათ შორის, ცხადია, ქართული ეკონომიკისთვის პრობლემა და გამოწვევაა. ჩვენ ვბრუნდებით 2000-იანების დასაწყისში, როცა რუსეთის ბაზარზე ჩვენი დამოკიდებულება მაღალი იყო, ევროპის ბაზარზე დამოკიდებულება კი, შესაბამისად, ბევრად დაბალი. ცხადია, ეს არის რისკი“, – განმარტავს აკაკი ცომაია.