სომხეთის ელჩს შეხვდა და ფაშინიანს საჩუქარი გაუგზავნა – სომხეთის საელჩო

სომხეთის საელჩოს ცნობით, ელჩი შეერთებულ შტატებში, ნარეკ მკრტიჩიანი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა; საელჩოს ცნობით, პრეზიდენტმა ტრამპმა ელჩს პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან „პირადი საჩუქარი“ გაატანა.
შეხვედრის შესახებ ინფორმაცია დღეს, 24 დეკემბერს გაავრცელა სომხეთის საელჩომ -ში.
მოკლე ცნობის თანახმად, შეხვედრა ახლადდანიშნული ელჩებისთვის ორგანიზებულ ღონისძიებაზე გაიმართა.
„საუბრისას ელჩმა მკრტჩიანმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ტრამპს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის ხელშეწყობისადმი მისი თანმიმდევრული ძალისხმევისთვის, ასევე 8 აგვისტოს თეთრ სახლში ხელმოწერილი ისტორიული შეთანხმებისა და დოკუმენტებისთვის“, – იუწყება სომხეთის საელჩო.
ამავე წყაროს თანახმად, პრეზიდენტმა ტრამპმა მიულოცა ეს მიღწევა სომეხ ხალხს, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი იმსახურებენ ხანგრძლივ მშვიდობას და „კიდევ ერთხელ დაადასტურა უპირობო მხარდაჭერა მშვიდობაზე ორიენტირებული პროცესების მიმართ“.
„პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ლიდერობას და ხაზი გაუსვა მის მნიშვნელოვან როლს სამშვიდობო პროცესის წინსვლაში“, – აცხადებს საელჩო.
საელჩო ასვე იუწყება, რომ დონალდ ტრამპმა ნიკოლ ფაშინიანს საჩუქარი გაუგზავნა.
„ვაშინგტონის შეთანხმებების“ აღსრულების მიზნით სომხეთში გასულ კვირას ჩატარდა -სომხეთის სამუშაო ჯგუფის პირველი სამუშაო შეხვედრა. ამასთან, სომხეთის ელჩი ვაშინგტონში შეხვდა ვაჭრობის დეპარტამენტის მდივნის მოადგილეს.
2025 წლის 8 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივით ვაშინგტონში შედგა სამშვიდობო სამიტი აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების მონაწილეობით, რომელზეც ხელი მოეწერა როგორც სამმხრივ, ასევე ორმხრივ შეთანხმებებს.
ამავე სამიტზე გამოცხადდა სატრანსპორტო დერეფნის პროექტი სახელწოდებით „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP).
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გიგაშვილი: ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებს! ძალიან დიდი ბოდიში აქციებს, რომ იქ არ ვდგავართ! იმედი მაქვს, რომ რაღაც დროს მივხვდებით რა კარგია ერთიანობა ყველაფერში და არა მხოლოდ გუშინ!

კობახიძე: 2012 წლამდე ქვეყანაში სულ 3 პარასპორტსმენი იყო, დღეს 300-ზე მეტია – მინდა, მადლობა გადავუხადო „ქართუს”, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მისი თაოსნობით დაიწყო განსაკუთრებული ზრუნვა პარასპორტის განვითარებასა და შშმ პირთა უფლებების გაუმჯობესებაზე