ტროტუარზე დგომისთვის სასამართლოში კიდევ ოთხ ადამიანს იბარებენ

ტროტუარზე დგომისთვის სასამართლოში კიდევ ოთხ ადამიანს იბარებენ.
ესენი არიან: დიმიტრი ჯამბურია, გიორგი სტეპანოვი, ნიკა ბერიძე და გუგა სულხანიშვილი.
სავარაუდოდ, ყველა მათგანს 17 დეკემბრის აქციის დროს, პარლამენტთან ტროტუარის გადაკეტვას ედავებიან.
მათი სასამართლო პროცესები 26 დეკემბერსაა დანიშნული.
„დამირეკეს სასამართლოდან. ტროტუარზე დგომისთვის 26-ში 15 საათზე ჩამინიშნეს სხდომა, 17 დეკემბერს შემიფერხებია ფეხმავალთა გადაადგილება რუსთაველზე. ცეცხლი ოლიგარქიას!“, – წერს დიმიტრი ჯამბურია. „გამარჯობათ, ახლა დამირეკეს და მეუბნებიან, თურმე მე 17 დეკემბერს ტროტუარზე ვაფერხებდი მოძრაობას პარლამენტის წინ და 26 დეკემბერს ჩამინიშნეს სასამართლო“, – წერს გიორგი სტეპანოვი. „ბავშვობაში მიყვარდა რაღაცებში პირველობა, ჰოდა, მგონი პირველი ვარ, ვინც სასამართლოში ტროტუარზე დგომისთვის დაიბარეს. 17 დეკემბერს შემიფერხებია ფეხმავალთა გადაადგილება რუსთაველზე. ცეცხლი ოლიგარქიას!“, – წერს გუგა სულხანიშვილი.
გუშინ, 23 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ტროტუარის გადაკეტვის გამო სასამართლოში დაიბარეს აქტივისტი ანა ახმეტელი. მისი სასამართლო პროცესი 25 დეკემბერსაა ჩანიშნული.
„ქართული ოცნების“ მიერ მიღებული მორიგი რეპრესიული კანონით ხალხის სავალ ადგილას შეკრების ან მანიფესტაციის გამართვამდე 5 დღით ადრე სავალდებულო ხდება -ს გაფრთხილება. თუ გადაწყვეტს, უფლებამოსილება ექნება, რომ აქციის მონაწილეებს ალტერნატიული დრო და ადგილი შესთავაზოს. ამასთან, კანონპროექტით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის შემთხვევაში, პირველივე ჯერზე ადმინისტრაციული პატიმრობაა გათვალისწინებული, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა.
„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ კანონის გამკაცრება უკავშირდება საპროტესტო აქციებს, რომელიც თბილისში წელიწადზე მეტია მიმდინარეობს.
ამავე თემაზე:
· პროტესტის შეზღუდვა: როგორ კრძალავს „ოცნება“ ტროტუარზე დგომასაც კი
· ტროტუარზე შეკრების შეზღუდვა არაკონსტიტუციურია – SJC