აშშ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გრანტის სახით 10 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების საქონელს გადასცემს

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გრანტის სახით 10 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების საქონელს გადასცემს.
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის გამოყოფილი გრანტების მოწონების შესახებ განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი,ირაკლი კობახიძე აწერს ხელს.
კერძოდ, განკარგულების თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისგან საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გრანტით განსაზღვრული 10,431,459.90 აშშ დოლარის ღირებულების კავშირგაბმულობის საშუალებებისა და სხვა სახის საქონელს მიიღებს.
„საქართველოში საგარეო დახმარების კოორდინაციისა და საქართველოს სამინისტროების მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №o238 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის გრანტების (PB-B-WFK, DT-B-WAZ, PB-B-WFJ, DT-BWBC და DT-B-WBA) ფარგლებში საქონლის (საერთო ღირებულებით – 10,431,459.90 აშშ დოლარი) გადმოცემის შესახებ.
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, განახორციელოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის გამოყოფილი გრანტებით განსაზღვრული კავშირგაბმულობის საშუალებებისა და სხვა სახის საქონლის მიღება”, – წერია განკარგულებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება