რატომ სჭირდება კვების ობიექტს აიქეშის კაფე-რესტორნის პროგრამა

კვების ობიექტის გამართულად ფუნქციონირებისთვის, მნიშვნელოვანია, გქონდეს ერთიანი სისტემა, რომელიც მონიტორინგისა და კონტროლის საშუალებას მოგცემს. ბიზნესის ავტომატიზაცია ოპერაციებს აჩქარებს და რესურსების ოპტიმიზაციის საშუალებას იძლევა.
სავაჭრო პროგრამა აიქეში კაფე-რესტორნებს Cloud-ზე დაფუძნებული POS პროგრამით უზრუნველყოფს. აიქეშის პროგრამა ზუსტად პასუხობს კვების ობიექტების საჭიროებებს და მათ მარტივ და კომფორტულ გამოსავალს სთავაზობს.
დისფუნქციური კაფე-რესტორნების მთავარი პრობლემა პერსონალს შორის არაეფექტური კომუნიკაციაა. სივრცეები ერთმანეთისგან იზოლირებულია, შესაბამისად, სამზარეულოს, მიმტანებსა და სხვა მომსახურე პერსონალს შორის ინფორმაციის მიმოცვლას გარკვეული დრო სჭირდება. აიქეშის კაფე-რესტორნის პროგრამა საშუალებას იძლევა, მუდმივად აკონტროლო თანამშრომლების მიერ შესრულებული ოპერაციები. აღარ გიწევს ოთახებს შორის სირბილი. ყველაფერი პირდაპირ პლანშეტზე ან ტელეფონში ჩანს. პერსონალი ყოველთვის კავშირზეა სამზარეულოსთან, რაც შეკვეთების შეცდომებს მინიმუმამდე ამცირებს.
კაფე-რესტორნებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა, წარმატებით გაართვან თავი შეკვეთებს. შეცდომები განსაკუთრებით ხშირია მაშინ, როცა ობიექტი დიდი დატვირთვით მუშაობს.
აიქეშის პროგრამა მაგიდების მართვას ამარტივებს. შეკვეთებს მაგიდის მიხედვით აკონტროლებ. ყველა შეკვეთა პირდაპირ დაკავშირებულია მაგიდასთან. მაგიდების ან შეკვეთების შეცლის შემთხვევაში, გადაწყობა და შეცვლაც გაიოლებულია. კერძების მომზადების პროცესს პერსონალი პარალელურ რეჟიმში პლანშეტის ან ტელეფონის საშუალებით ადევნებს თვალს. მარტივდება მონიტორინგი, შეკვეთა მიღებულია, მზადების პროცესშია, თუ უკვე გამზადდა. კერძის მომზადების დასრულებისას იგზავნება შეტყობინება.
აიქეშის სავაჭრო პროგრამის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა მარაგების კონტროლი. სისტემა საშუალებას გაძლევს, აკონტროლო თითოეული კერძისთვის გახარჯული ინგრედიენტი. თუ პროდუქტის რაოდენობა მინიმალურ ნიშნულს ჩამოცდება, ავტომატურად მიიღებ შეტყობინებას. ეს ნიშნავს, რომ რესტორანში ყოველთვის ხელმისაწვდომი იქნება საჭირო ინგრედიენტები დღის კერძების მოსამზადებლად. არც სიჭარბეს ექნება ადგილი და არც დეფიციტს. ზედმეტი პროდუქტი არ გაგიფუჭდება და საჭიროების შემთხვევაში, არც დაგაკლდება.
აიქეშის პროგრამის სწრაფი და გამარტივებული ანგარიშსწორების ფუნქცია საშუალებას გაძლევს, ზუსტად და სწრაფად შეადგინო ანგარიშები. გარდა ამისა, ასევე შეგიძლია კერძების ფასების ოპერატიულად შეცვლა, ფასდაკლებების გაკეთება და გარემოებებიდან გამომდინარე, საფასო პოლიტიკის ადაპტირება. ეს ფუნქცია კვების ობიექტს მოქნილობის საშუალებას აძლევს.
პროგრამის ინტეგრაცია კაფეებსა და რესტორნებს მომსახურების გაუმჯობესებაში ეხმარება, რაც გაყიდვებზეც პოზიტიურად აისახება. ეს ინსტრუმენტი პერსონალს საშუალებას აძლევს, სწრაფად და ეფექტურად მოემსახუროს დიდი რაოდენობით მომხმარებელს. პროგრამის დახმარებით, შეგიძლია, შექმნა მენიუ და ვირტუალური ვიზუალიზაცია, რაც რეალურ გარემოს ასახავს. მენიუში სხვადასხვა კერძი განსხვავებული კატეგორიების მიხედვით შეგიძლია განათავსო და ფოტოებიც დაურთო თან. ეს პერსონალსაც გაუმარტივებს სამუშაო პროცესს და მომხმარებელიც კმაყოფილი დარჩება. სწრაფი კვების ობიექტების შემთხვევაში, მომხმარებელს ასევე შეგიძლია შესთავაზო გამოსახულება, რომელზეც ასახული იქნება საკვების დამზადების სტატუსი და შეკვეთის ნომერი.
აიქეშის პროგრამის მეშვეობით, ბიზნესის კონტროლი ნებისმიერ დროს, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან არის შესაძლებელი. მრავალფეროვანი სამართავი პანელი სხვადასხვა ფუნქციაზე გაძლევს წვდომას. შეგიძლია, შეამოწმო გაყიდვები მიმტანების, თარიღის, სივრცის და მრავალი სხვა ფილტრის მიხედვით. მარტივი წვდომა გაქვს ყველა სახის სტატისტიკაზე, ანგარიშებსა და მონაცემებზე, ბრუნვაზე, შემოსავლებზე, ხარჯებსა და ფინანსურ ნაკადებზე.
აიქეშის კაფე-რესტორნის პროგრამა უზრუნველყოფს პლანშეტების, POS სისტემისა და თერმული პრინტერების სრულ ინტეგრაციას და მოწყობილობებს შორის სინქრონულ მუშაობას. პროგრამა მუშაობს როგორც Android-ის, ასევე Windows-ის პლატფორმებზე. აიქეშით შეგიძლია მუშაობა განაგრძო ინტერნეტის არ ქონის დროსაც კი. ინტერნეტ კავშირის აღდგენის შემდეგ ყველა მონაცემი სინქრონიზდება.