საქართველო საერთაშორისო რეიტინგების მოწინავე პოზიციებზე – ქვეყანა მექრთამეობის შემთხვევების სიმცირით მსოფლიოში მე-13-ე ადგილზე გავიდა

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში მოწინავე პოზიციებს ინარჩუნებს. კვლევა, რომელიც მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა, მექრთამეობის შემცირების ტემპს განსაზღვრავს. ქვეყანა, შემთხვევების სიმცირით, მსოფლიოში მე-13-ე ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ათეულშია. კორუფციისგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველომ, მსოფლიოს მასშტაბით, გამორჩეულად საუკეთესო შეფასება დაიმსახურა. მონაცემებით ირკვევა, რომ სამთავრობო კონტრაქტების მოპოვებისას, მოსყიდვისგან თავისუფლებით საქართველო, მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესოა. საერთო ჯამში, ქვეყნის მასშტაბით, 600-მდე კომპანიის მფლობელი და მაღალი რანგის მენეჯერები გამოიკითხნენ.
მაღალი რეიტინგით ფასდება კორუფციისგან თავისუფლებაც. ნულის ტოლია საგადასახადო ოფიცრებთან შეხვედრისას საჩუქრის გაცემის ფაქტები და ღირებულების შეფასებითი მაჩვენებელიც. საქართველო ამ მიმართულებით მსოფლიოში ყველა გამოკითხულ ქვეყანას შორის საუკეთესოა. საერთაშორისო რეიტინგების მნიშვნელობაზე საუბრობენ მთავრობის ეკონომიკურ გუნდშიც.
კერძო სექტორის რაოდენობა, რომლებიც პრაქტიკაში ქრთამის მოთხოვნის შემთხვევას გადააწყდნენ, გამოკითხულ კომპანიათა მხოლოდ 1%-ს შეადგენს. ინდიკატორი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებში – 7%, მაღალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში კი 11%-ია. ეკონომიკის ექსპერტები ამბობენ, რომ კანდიდატის სტატუსი მიღების შემდეგ, საქართველო საერთაშორისო ყურადღების ცენტრში უფრო მეტად მოექცა.
კვლევა, რომელიც მექრთამეობის მიმართულებით შეიმუშავეს, საქართველოში ბოლოს 2023 წლის აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით ჩატარდა. ირკვევა ისიც, რომ 2013 წლამდე არსებული მონაცემებით, ქრთამის აღების შემთხვევების გავრცელების კუთხით, საქართველოს მაჩვენებლები, თითქმის 10%-ს შეადგენდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი გაცხადებული მიზანია, მათ შორის კონსტიტუციური ამოცანაა, გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ამ პირობებში, სუბიექტურადაც ვართ დაინტერესებული, რომ ევროკავშირში შემობრუნდეს ის უარყოფითი ტენდენციები დადებითისკენ, რომელიც დღეს აბსოლუტურად თვალსაჩინოა და რაზეც აშშ-ის ადმინისტრაცია ღიად საუბრობს

არ არსებობს არავითარი არასამთავრობო ორგანიზაციები, არსებობს მხოლოდ უცხოური მთავრობების მიერ საქართველოში ინტერვენციისთვის დაფინანსებული კონკრეტული ორგანიზაციები, ფარდა ავხადეთ ყველაფერს – რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით წლების განმავლობაში, იმას იმეორებს დღეს ტრამპის ადმინისტრაცია და კონკრეტული ყოფილი თანამდებობის პირები

ვროპული ბიუროკრატია დღემდე გამოხატავს წყენას ქართველი ხალხის მიმართ იმის გამო, რომ მან კიდევ ერთხელ მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას და იმ კურსს, რომელიც ქვეყანას აქვს აღებული

როცა ევროპული ბიუროკრატია ევროკავშირის სახელით ითხოვს, რომ კონსტიტუციური წესრიგიდან უნდა გავიდეს ეროვნული ბანკი, სასამართლო, ცესკო, იქ ხომ ჩანს, რომ არ ამოძრავებს კეთილი ზრახვები საქართველოს მიმართ, ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, რთულია ურთიერთობების დალაგება