მსოფლიო ბანკის კვლევის შედეგების გადაფარვის მცდელობა პიარკონსულტანტის ძველი მეთოდებით – ვისზე მუშაობს ოპოზიციიდან ჯერემი როზნერი და როგორია მმართველი გუნდის შეფასება

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ოპოზიციის გეგმაზე საუბრობს. გია ცაგარეიშვილის თქმით, ოპონენტების ნაწილი მსოფლიო ბანკის იმ კვლევის შედეგების გადაფარვას ცდილობს, რომლის მიხედვითაც, საქართველო მექრთამეობის შემთხვევების სიმცირით მსოფლიოში მე-13 ადგილზე, ხოლო ევროპის მასშტაბით – ათეულშია.
სახელისუფლებო ძალაში აცხადებენ, რომ ოპოზიციური პარტიები ამ პოზიტიური შედეგის გადაფარვას დღეს დილიდან ისტერიულად ცდილობდნენ და ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებაზე, რომელიც 300-მდე თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციის შემოწმებას გულისხმობს, განცხადებებს აკეთებდნენ.
ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, დეკლარაციების შემოწმება ჯერ კიდევ 10 დღის წინ, 12 იანვარს გადაწყდა. მმართველი გუნდი ოპოზიციის გეგმას მათი ლობისტისა და პიარ-კონსულტანტის მიზნებს უკავშირებს.
პიარ-კონსულტანტი, რომლის ხელწერაც მმართველმა პარტიამ ოპოზიციის განცხადებების მიღმა ამოიცნო, ჯერემი როზნერია, “როზნერ რისერჩ-ის” აღმასრულებელი დირექტორი. როზნერი დამკვეთებს პოლიტიკური და საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავებაში ეხმარება. მის კლიენტებს შორის კი იყო ც და ყოფილი სახელისუფლებო პარტიაც. სწორედ “როზნერ რისერჩის” კვლევას იყენებდა “ნაციონალური მოძრაობა” 2012 წელს, ს დროს საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოსახდენად და ამომრჩეველს “ნაციონალური მოძრაობის” უპირატესობასა და გამარჯვებაში არწმუნებდა.
ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ამჯერად ჯერემი როზნერთან თანამშრომლობას არ ადასტურებს, თუმცა არ უარყოფს, რომ წარსულში მასთან საქმიანი კავშირი ჰქონდათ. თინა ბოკუჩავას თქმით, ის პიარ კონსულტანტს თავადაც იცნობს, მაგრამ მასთან ამჯერად არა “ნაციონალური მოძრაობა”, არამედ სხვა ოპოზიციური პარტია თანამშრომლობს.
პარტია, რომელიც თინა ბოკუჩავამ არ დაასახელა, “კურიერის” ინფორმაციით, “ლელოა”, რომელიც როზნერთან საქმიან ურთიერთობას აპირებს და ამ საკითხზე პიარ კონსულტანტთან შეხვედრასაც გეგმავს.
თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციის შემოწმება 2022 წლის 30 ნოემბრამდე საჯარო სამსახურის ბიუროს კომპეტენცია იყო. 2023 წლის 1 სექტემბრიდან კი დეკლარაციის კურირება ანტიკორუფციულ ბიუროს დაევალა. შესაბამისი კომისიის ოქმის მიხედვით, 2024 წლის განმავლობაში არამხოლოდ თანამდებობის პირთა, არამედ საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის ქონებრივ მდგომარეობასაც შეისწავლიან. სიაში “გირჩის” წევრი, ვახტანგ მეგრელიშვილიცაა.
ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებაში პრობლემას ვერ ხედავენ მმართველ პარტიაში. “ქართულ ოცნებაში” ის უკვირთ, თუ რატომ სპეკულირებენ თემით ოპონენტები და უსაფუძვლო აჟიოტაჟს შექმნიან.
ქონებრივი დეკლარაციის შესწავლაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავენ მთავრობის წევრები. მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლების თქმით, ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება წარსულშიც ხდებოდა და სიახლე არც ამ შემთხვევაშია.
მიმდინარე წლის განმავლობაში ანტიკორუფციული ბიურო 300-ზე მეტი თანამდებობის პირის ქონებრივ მდგომარეობის შესახებ დეკლარაციას შეისწავლის.