ევროკომისია – -ის მიერ ევროპელი პირებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებას მკაცრად ვგმობთ – აშშ-ის ხელისუფლებისგან ახსნა-განმარტება მოვითხოვეთ

აშშ-ის მიერ ევროპელი პირებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებას მკაცრად ვგმობთ – -ის ხელისუფლებისგან ახსნა-განმარტება მოვითხოვეთ, – ამის შესახებ განცხადებას ევროკომისია ავრცელებს.
ევროკომისია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ შიდა ბაზრის საკითხებში ყოფილი ევროკომისრის, ტიერი ბრეტონისა და დეზინფორმაციასთან მებრძოლი ორგანიზაციების ოთხი ხელმძღვანელისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებას ეხმაურება.
„ევროკომისია ხუთი ევროპელი პირისთვის, მათ შორის ყოფილი ევროკომისრის, ტიერი ბრეტონისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესების შესახებ აშშ-ის გადაწყვეტილებას მკაცრად გმობს. გამოხატვის თავისუფლება ევროპაში ფუნდამენტურ უფლებას და დემოკრატიულ სამყაროში აშშ-სთან გაზიარებულ საერთო დემოკრატიულ ღირებულებას წარმოადგენს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ევროკომისია აცხადებს, რომ „ევროკავშირი ღია წესებზე დაფუძნებულ ერთიან ბაზარს წარმოადგენს, რომელსაც ეკონომიკური საქმიანობის დარეგულირების სუვერენული უფლება აქვს“.
„ჩვენი ციფრული წესები ყველა კომპანიისთვის უსაფრთხო, სამართლიან და თანაბარ გარემოს უზრუნველყოფს. საჭიროების შემთხვევაში, მზად ვართ სწრაფი და გადამწყვეტი პასუხისთვის, რათა ჩვენი მარეგულირებელი ავტონომია გაუმართლებელი ზომებისგან დავიცვათ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

სუს – 4 ოქტომბრის მოვლენების ბრალდებულ ორგანიზატორებსა და ანი ნადარეიშვილის აიპი მისამართებს შორის ფიქსირდება 343 ინტერნეტსესია – ბაჩანა ახალაიამ საერთოდ უარი განაცხადა ყველანაირი ჩვენების მიცემაზე

გიორგი შარაშიძე – არ გამიკვირდება, რომ ბაჩო ახალაიას წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე რადიკალური ქმედებების სურვილი ჰქონოდა, ასევე, არ გამიკვირდება, რომ ამას „ქართული ოცნება“ სათავისოდ იყენებდეს – ალბათ, ხაზები და კავშირები მიდის ლილუაშვილთან