მორიგი სასამართლო ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე | სხდომაზე ბრალდების მოწმე გამოიკითხა

3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა საქალაქო სასამართლოში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გამოკითხვა. ლაშა დარსალია დავით გარეჯის საქმეზე სახელმწიფო ბრალდების მოწმეა, რომელიც 2020 წლიდან საზღვრის დამდგენ კომისიას ხელმძღვანელობს. დარსალიას გამოკითხვის შემდეგ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ბრალდების მოწმემ ვერ წარმოადგინა ვერც ერთი მტკიცებულება, რომელიც მათი დაცვის ქვეშ მყოფი მეცნიერების ბრალდეულობას დაადასტურებს.
იხილეთ ასევე:
· კარტოგრაფების საქმეზე სასამართლოს ჩვენებას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აძლევს
· “დარსალიამ დაადასტურა ბევრი ფაქტობრივი გარემოება, რასაც დაცვის მხარე ვუთითებდით” | მშვენიერაძე ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე