შესაძლოა, სამშვიდობო შეთანხმების შესახებ რეფერენდუმი და არჩევნები ერთდროულად ჩატარდეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
„უკრაინა შეთანხმებას რატიფიცირებისთვის პარლამენტს წარუდგენს ან შესაძლოა, დასამტკიცებლად საყოველთაო რეფერენდუმი ჩაატაროს. ასევე, შესაძლოა, უკრაინამ რეფერენდუმთან ერთად არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება მიიღოს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, ზელენსკის თქმით ომის დასრულების შესახებ შეთანხმების პროექტი რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების მოხსნას არ ითვალისწინებს, თუმცა ომის დასრულების შემდეგ აშშ ამის გაკეთებას გეგმავს.
„გვესმის, რომ ომის დასრულების შემდეგ ამერიკა სანქციების თანდათანობით მოხსნას დაიწყებს. აქ კითხვა იმაშია, თუ რამდენად ძლიერები იქნებიან ევროპელები, რადგან ევროპული სანქციებიც არსებობს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.




